თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მამამან ძჱ თჳსი, რომელმან ცოდვაჲ არ იცოდა, მიუშუა, რაჲთა მოკუდეს, ვითარცა ცოდვილი და ვითარცა წყევასა ქუეშე შესრული, რამეთუ წერილ იყო, ვითარმედ: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა".
2 Corinthians 5:21
თარგმანი: იხილე სიბრძნით და ჴელოვნებით შეწყობაჲ სიტყუათა მისთაჲ; ვითარ, ვითარცა ღონიერი დამგებელი, მიზეზსაცა იტყჳს დაგებისასა; ესრეთ, ვითარმედ: არღა ვიტყჳ თუ თქუენგან გინებული ანუ არა მიმჴდელი პატიჟსა მაგინებელობისასა, ანუ აწ პირველად მსწრობელი ძიებასა დაგებისა თქუენისასა; გარნა რაჲ ესე აწ ყო, თჳთ ამას მარტოდ წინა-გიყოფ, ვითარ თჳთ ბუნებით სიწმიდე, წმიდა-მყოფელი ყოველთაჲ, და სიმართლე განმამართლებელი, ცოდვა ყოფად არა სირცხჳლ იჩინა. ხოლო ცოდვა ყოფაჲ ესე იყო, რამეთუ მიუშუა მას, რაჲთა ვითარცა ცოდვილი ვინმე და დასაშჯელთაგანი ჯუარს-ეცუას; რომლისათჳს არა უწოდს მას ცოდვილ, არამედ ცოდვა ქმნულ, რომელი ამისსა უზეშთაეს არს. ვითარ უკუდავი ღმრთეებითა — მოკუდავ იქმნა ჴორცთა ბუნებითა, რაჲთა მოკუდავნი უკუდავ-მყვნეს და შეცოდებულნი განმამართლნეს. ჳკუმენისი: სხუანი ესრეთ თარგმანებენ სიტყუასა ამას, ვითარმედ: ცოდვა ეწოდებოდა მსხუერპლსა მას, რომელი-იგი ძუელსა შინა ცოდვათათჳს შეიწირვოდის, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: "ცოდვათა ერისა ჩემისათა ჭამენ" (); ესე იგი არს მსხუერპლი დაკლული ცოდვათათჳს. ვინაჲცა...
...თვის ღმერთი შენი ვიქმენ ძედ შენდა; შენთვის უმაღლესი ზესკნელთა გარდამოვხედ ქუეყანად და ქვეყანით შთავხედ ქუეშე ქუეყანისა, რათა ხრწნილებისაგან აღგადგინო,“ - ვკითხულობთ დიდი შაბათის საკითხავში.
დიახ „ცოდვის არმცოდნე (უფალი) ცოდვის მსხვერპლი გახდა ჩვენი გულისთვის, რათა მასში ღმერთის სიმართლედ ვქცეულიყავით“ (). ამ მოვლენის არსი რომ ნაწილობრივ მაინც გავაცნობიეროთ, ჯერ სულიერად გოლგოთას უნდა მივეახლოთ, სადაც ჯვარცმულ მაცხოვართან ერთად ორი დამნაშავეა გაკრული ძელზე.
ორივე ავაზაკი ცოდვებით და უკეთურებებით იყო სავსე, მაგრამ სულიერად სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ერთი შეურაცხყოფდა უფალს და დასცინოდა მას, მეორე კი თავის ხვედრს სამართლიანად მიიჩნევდა და სთხოვდა იესოს შეწყალებას.
დიადი რწმენა! - ასე ახასიათებენ წმინდა მამები მეორე ავაზაკის ამ მდგომარეობას. სააღდგომო ერთერთ ჰომილიაში ვკითხულობთ: თვით მოციქულებიც, რომლებიც ხედავდნენ უკვე მკვდრეთით აღმდგარ იესოს, კიდევ მერყეობდნენ და დამამტკიცებელ საბუთებს ეძიებდნენ, ჯვარცმულმა ავაზაკმა კი ყველაზე დამამცირებელი სასჯელით დასჯილი ქრისტე იწამა და შესთხოვა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკა, 23,42); პასუხად კი მიიღო: „ამინ, გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“...