📋 სარჩევი
პავლესი: უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, ჩუენი საყოფელი, დაირღუეს (5,1).
თარგმანი: სახლად ჴორცთა ამათ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ესენი დაარღუენ, განუხრწნელად მოგუეცნენ იგინი.
პავლესი: გან-ღათუ-ვიძარცუნეთ, არავე შიუელ ვიპოვნეთ (5,3).
თარგმანი: დაღაცათუ აღვიძარცუნეთ ჴორცნი ესე, არავე ვიყვნეთ თჳნიერ ჴორცთა.
პავლესი: დაღაცათუ ვიცოდეთ ჴორციელად ქრისტჱ, არამედ აწ არღარა ეგრეთ ვიცით (5,16).
თარგმანი: არა თუ იტყჳს თუ აწ არღარა ვიცით მისი ჴორციელებაჲ, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ იქმნა იგი ჴორციელ, და ემოსნეს ჴორცნი ესრეთვე განხრწნადნი, ვითარცა ჩუენ, არამედ არღარა ესრეთ ჰქონან ხრწნილნი და ზრქელნი ჴორცნი სისხლთა თანა, არამედ უხრწნელნი და განშორებულნი სიზრქისაგან.
პავლესი: რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სთფელი დააგო თავსა თჳსსა (5,19).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთი და მამაჲ უფლისა იესუ ქრისტჱსი მარადის მის თანა იყო და მის მიერ დააგო სოფელი თავსა თჳსსა, რამეთუ არაოდეს იქმნა განყოფაჲ მამისა და ძისაჲ, არამედ ძისა მიერ მამამან სოფელი დააგო თავსა თჳსსა, რამეთუ გუაქუს ჩუენ მსახურებაჲ დაგებისაჲ. არამედ არა თუ ჩუენი რაჲმე არს ესე საქმჱ, რამეთუ ღმრთისაჲ არს, რომელმან მხოლოდშობილისა ძისა მიერ დაგუაგნა განდგომილსა ესე თავსა თჳსსა.
პავლესი: ქრისტესთჳს ვციქუთ, ვითარცა უფალი გლოცავს ჩუენ მიერ (5,20).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტეს ნაცვალად გასწავლით, რამთუ ჩენ მოვიღეთ მსახურებაჲ მისი, რამეთუ მოავლინა ძე მამამან, რაჲთა ყოს დაგებაჲ ბუნებისა კაცთასაჲ და ვინაჲთგან მან აღასრულა საქმჱ და ჯუარს-ეცუა, აწ ჩუენ მოგუცა მოციქულებაჲ მისთჳს და მამისათჳს. გევედრებით, რაჲთა მოიქცეთ და ქრისტეს მიერ დაეგნეთ მამასა.
პავლესი: რომელმან არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა (5,21).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მამამან ძჱ თჳსი, რომელმან ცოდვაჲ არ იცოდა, მიუშუა, რაჲთა მოკუდეს, ვითარცა ცოდვილი და ვითარცა წყევასა ქუეშე შესრული, რამეთუ წერილ იყო, ვითარმედ: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა".