მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 6:12

11. O ye Corinthians, our mouth is open unto you, our heart is enlarged.12. Ye are not straitened in us, but ye are straitened in your own bowels.13. Now for a recompence in the same, (I speak as unto my children,) be ye also enlarged.
2 Corinthians თავი 6
12. Ye are not straitened in us, but ye are straitened in your own bowels.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა (6,12).:

თარგმანი: ამას ადგილსა სიმშჳდით ამხილებს, ვითარმედ: არა შესწორებულად ამისისა სიყუარულისა უყუარდა მათ იგი; ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ არა სრულიად გძაგ და განგიშორებიე, არამედ გაქუს სიყუარული ჩემი თქუენ შორის, არამედ არა ფართოებითვე; რამეთუ, უკუეთუ ეგოდენი ეგე სიმრავლე ერთა და ქალაქისაჲ შეუიწრებელად დამიტევიეთ ჩემ შორის ფრიადითა ფართოებითა, არა სადმე ჩემისა სიდიდისაგან არს იწროებით ქონებაჲ ეგე ჩემი თქუენ შორის, არამედ იწროებისაგან და სულმოკლებისა გონებათა თქუენთაჲსა. რამეთუ ესევე არს სიტყუაჲ იგი, რომელ სხუასა ადგილსა ეტყჳს, ვითარმედ: "რაოდენ უფროჲს მიყუართ, თქუენ უმცირეს გიყუარ მე".

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ყოველნი შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა (6,12).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მრავალნი თქუენ თანა მყოფნი არა კეთილსა გასწავლიან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის