მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 6

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო (6,11).

თარგმანი: ვერ თავს-ვიდებთ, რაჲთამცა დავიდუმეთ, არამედ მარადის გეტყჳთ უმჯობესსა და კეთილსა კადნიერებით, ვითარცა საყუარელთა.

პავლესი: გული ჩუენი განვრცომილ არს (6,11).

თარგმანი: არა თუ პირითა ოდენ მიყუართო, არამედ ყოვლითა გულითა ჩემითა და გონებითა.

პავლესი: ყოველნი შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა (6,12).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მრავალნი თქუენ თანა მყოფნი არა კეთილსა გასწავლიან.

პავლესი: განვრცენით თქუენცა (6,13).

თარგმანი: შემიყუარეთ თქუენცა, ვითარცა-ესე მე მიყუართ.