თარგმანი: რაჲთა არა ლიქნისად შეერაცხნენ სიტყუანი ესე ტიტეს სიყუარულისანი, ამისთჳს მიზეზსაცა უთხრობს, რომელ არს მორჩილებაჲ სიტყჳსა მისისაჲ და შიში და ძრწოლაჲ მათი ბრალისა მისთჳს და შერისხვისა მოციქულისა მიერ. ვინაჲცა ყოვლითავე კადნიერ ყოფასა მათდა მიმართ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: გინა თუ შეგრისხნე და გამხილო, არა მეშინის, ვითარმცა დაიჴსნენით მწუხარებითა, არცა უკუეთუ გაქებდე და ვიქადოდი ვისთანამე თქუენთჳს, მაშინ ვძრწი, ვითარმცა აღზუავენით ანუ მტყუვრად გამომაჩინეთ, ნაცილ და არა მართალ ყოფითა თქუმულთა ჩემთაჲთა. ესრეთ უკუე დასასრულსა ამის პირისასა დასაწყის ჰყოფს სხჳსა პირისა, და ყოველსავე ზედა კადნიერებითა მოწყალებისათჳს წინა-გზა-უყოფს სწავლასა თჳსსა.
2 Corinthians 7:16
15. And his inward affection is more abundant toward you, whilst he remembereth the obedience of you all, how with fear and trembling ye received him.16. I rejoice therefore that I have confidence in you in all things.
2 Corinthians თავი 7