მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 9:15

14. And by their prayer for you, which long after you for the exceeding grace of God in you.15. Thanks be unto God for his unspeakable gift.
2 Corinthians თავი 9
15. Thanks be unto God for his unspeakable gift.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა (9,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან მაქებელ ექმნა მათ და აღამაღლნა სიტყჳთა შესხმისაჲთა, იხილე სიბრძნე ყოვლად ბრძნისაჲ მის, ვითარ დასასრული ყოვლისაჲ დაწყებისა მისვე და დასაბამისა ყოველთა კეთილთაჲსა ღმრთისა აღიყვანა, და ყოვლისათჳსვე სახე მოგუცა მადლობისა მისისაჲ, რომელი-იგი არს დაწყება და აღსასრულ ყოველთა საქმეთა კეთილთა. ხოლო ნიჭად აწინდელსა ამას ადგილსა კორინთელთასა მას იტყჳს მორჩილებასა სახარებისასა, და რამეთუ მოწყალებისა მიერ ესოდენთა კეთილთა ურიცხუებაჲ მოუცემიეს ჩუენდა, რაოდენნი ზემო წარმოთქუნა. და რამეთუ აწ მოცემულთასა კუალად ფრიად უმრავლესთა მოგუანიჭებს მერმესა მას საუკუნესა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის