მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Peter 3:16

15. And account that the longsuffering of our Lord is salvation; even as our beloved brother Paul also according to the wisdom given unto him hath written unto you;16. As also in all his epistles, speaking in them of these things; in which are some things hard to be understood, which they that are unlearned and unstable wrest, as they do also the other scriptures, unto their own destruction.17. Ye therefore, beloved, seeing ye know these things before, beware lest ye also, being led away with the error of the wicked, fall from your own stedfastness.
2 Peter თავი 3
16. As also in all his epistles, speaking in them of these things; in which are some things hard to be understood, which they that are unlearned and unstable wrest, as they do also the other scriptures, unto their own destruction.
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს (3,14-16).:

თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სც მას და ელის სინანულსა ყოველთასა. ამისვე პირისათჳს მისვე სულისა მიერ აღძრული პავლე ჴმობს, ვითარმედ: სიტკბოებაჲ და სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს, ხოლო შენ უნანელითა გულითა შენითა იუნჯებ რისხვასა. ამით ესევითარითა და სხჳთა მრავლითა მოსწრაფე არიან, რაჲთა ყოველნი სიწმიდით და ღირსებით განმზადებულ ყვნენ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...რმე კუალად ნეტარმან პავლე] და სხუათა მოციქულთა ებისტოლებითა განამტკიცნეს მორწმუნენი და ყოველი სწავლაჲ ღმრთისმსახურებისაჲ მოგუცეს.

ხოლო ვინაჲთგან აღწერილსა მას შინა მახარებელთა და მოციქულთასა მრავალი იყო „ძნიად საცნაურ, და ვიეთნიმე უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევდეს მსგავსად მათისა წარწყმედისა“, ვითარცა მოციქული პეტრე იტყჳს კათოლიკესა შინა, ამისთჳს შემდგომად მოციქულთა გამოაჩინნა უფალმან სხუანიცა მნათობნი სამყაროსა მას ეკლესიისასა, წმიდანი მღდელთმოძღუარნი, რომელთა, მსგავსად მოცემულ[ისა მათა მადლისა], განგჳმარტეს ყოველივე ძნიად გულისხმისსაყოფელი წერილთაჲ და გარდამაქცეველნი [იგი ჭეშმარიტებისანი - მწვალებელნი - შეაჩუენნეს და სირცხჳლეულნი განიოტნეს ეკლესიისაგან და განანათლეს ერი მორწმუნეთაჲ. ხოლო უფროჲს ყოველთასა მიეცა მადლი იგი სწავლისაჲ და გამოთარგმანებაჲ წერილთაჲ წმიდასა და ღმერთშემოსილსა იოვანე ოქროპირსა, რომელი-იგი იყო მთავარეპისკოპოსი კოსტანტინეპოლისაჲ; რამეთუ პირველ მისაცა] იყვნეს მნათობნი დიდნი: წმიდაჲ ათანასე ალექსანდრიელი და წმიდაჲ გრიგოლ საკჳრველთმოქმედი ნეო[კესარიელი] და წმიდაჲ ბასილი კესარია-კაბადუკიელი და წმიდაჲ გრიგოლ ღმრთისმეტყუელი და წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი და სხუანი მსგავსნი ამათნი, გარნა ვინაჲთგან მათთა დღეთ...

სრულად ნახვა