მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Timothy 1:7

6. Wherefore I put thee in remembrance that thou stir up the gift of God, which is in thee by the putting on of my hands.7. For God hath not given us the spirit of fear; but of power, and of love, and of a sound mind.8. Be not thou therefore ashamed of the testimony of our Lord, nor of me his prisoner: but be thou partaker of the afflictions of the gospel according to the power of God;
2 Timothy თავი 1
7. For God hath not given us the spirit of fear; but of power, and of love, and of a sound mind.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. საღმრთო განგებულება და ჯვრის სიქადული:

...). ესე იგი, თუნდაც შენ თვითონ დაითმინო ესენი, ნუ შეგრცხვება. რომ სწორედ ამას მიანიშნებდა, ზემოთ ნათქვამიდანაც ცხადია: მან ხომ თქვა, „რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“ (); და კვლავ, შემდგომი სიტყვებიდანაც. „არამედ თანა-იჭირვოდე“ (), ამბობს; ესე იგი, უბრალოდ კი ნუ შეგრცხვება, არამედ განსაცდელშიც ნუ შეგრცხვება. და არ უთქვამს: „ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები“, არამედ უფრო მის გასამხნევებლად ამბობს: „ნუ შეგრცხვება“, თითქოს სხვა საფრთხე აღარ რჩებოდეს, თუ ვინმე სირცხვილს სძლევს. რადგან სირცხვილში მხოლოდ ეს არის მძიმე: მისგან დამარცხება. მაშ, ნუ შეგრცხვება, თუ მე, მკვდართა აღმდგინებელი, ურიცხვ ნიშანთა აღმსრულებელი და ქვეყნიერების შემომვლელი, ახლა შეკრული ვარ; რადგან ბოროტმოქმედივით კი არ ვარ კრული, არამედ ჯვარცმულის გამო.

თუ ჩემს მეუფეს ჯვარი არ შერცხვა, არც მე...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ტიმოთეს სახლეულობა და მწუხარების საერთოობა:

.... რადგან იგი შენში არის; ოღონდ უფრო ძლიერად აამოქმედე იგი, ანუ კადნიერებით, სიხარულითა და მხიარულებით აღავსე იგი; მამაცურად დადექი.

რადგან „არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“ (). ესე იგი, ეს სული იმისთვის კი არ მიგვიღია, რომ უკან დავიხიოთ, არამედ იმისთვის, რომ კადნიერებით ვილაპარაკოთ. რადგან მრავალს აძლევს მოშიშების სულს, როგორც სამეფოთა წიგნებში აღწერილ ომებში მოხდა. და, როგორც ამბობს, მათზე მოშიშების სული დაეცა; ანუ შიში ჩაუდო მათ. ხოლო შენ საპირისპიროდ მოგცა ძლისა და მისდამი სიყვარულის სული. მაშასადამე, ესეც მადლისაგან არის; მაგრამ არა უბრალოდ მადლისაგან, არამედ მაშინ, როცა ჩვენც წინასწარ ვაჩვენებთ ჩვენსავე წილს.

რადგან ის, რაც გვაღაღადებს: „რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!“ (), თვითონვე დებს ჩვენში მისდამი სიყვარულსაც და მოყვა...

სრულად ნახვა