მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Timothy 2:25

24. And the servant of the Lord must not strive; but be gentle unto all men, apt to teach, patient,25. In meekness instructing those that oppose themselves; if God peradventure will give them repentance to the acknowledging of the truth;26. And that they may recover themselves out of the snare of the devil, who are taken captive by him at his will.
2 Timothy თავი 2
25. In meekness instructing those that oppose themselves; if God peradventure will give them repentance to the acknowledging of the truth;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ფუჭი ძიებებისაგან განშორება და მშვიდი სწავლება:

...ადაეწურება და საბოლოოდ მეოთხე წელს მიატოვებს მას, სწორედ მაშინ, როცა იმ შრომათა საზღაურის მიღებას აპირებდა.

ხოლო როცა თქვა: „უმანკო" (), ამით არ კმაყოფილდება, არამედ დასძენს: „მშჳდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ" (). რადგან მას, ვინც ასწავლის, ყველაზე მეტად სწორედ ეს უნდა აკეთოს სიმშვიდით; სულს, რომელსაც სწავლა სჭირდება, არ შეუძლია კადნიერებითა და ბრძოლით რაიმე სასარგებლო შეიმეცნოს; თუნდაც ყურის გდებას აპირებდეს, დაბნეული ვერაფერს გაიგებს. რადგან ვისაც რაიმე სასარგებლოს სწავლა სურს, უწინარეს ყოვლისა, კეთილად უნდა იყოს განწყობილი მასწავლებლის მიმართ; ხოლო თუ ეს წინასწარ არ მომზადდა, ვერც საჭირო და ვერც სასარგებლო რამ მოხდება; კაცი კი ვერ იქნება კეთილად განწყობილი იმის მიმართ, ვინც კადნიერდება და შეურაცხყოფს. მაშ, როგორღა ამბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" ()? ის იმ გამოუსწორებელს გულისხმობს, ვისზეც იცის, რომ...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...გააკეთებდა, რადგან ერთნაირი სახე აქვს კაცსაც და ქალსაც. ხედავ ჭეშმარიტების სისავსეს, როგორ არ ტოვებს არავითარ საბაბს ცარიელი კამათის მოყვარეთა გასამართლებლად? მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევწყვეტთ მათთვის დიდი სულგრძელობის გამოჩენას, „მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (). არ შევწყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ, რომელიც ათენელებს ასე ეუბნებოდა: „არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად" (). ხედავ, რა ზედმიწევნით აღმოფხვრა ბრძენმა მოძღვარმა მათი შეცდომა? მან თქვა, რომ არა მხოლოდ ღვთაება არ ფლობს ხორციელ სახეს, არამედ ადამიანურ გამონაგონსაც არ ძალუძს ასეთი რამის მოფიქრება. ამას მუდმივად ეუბნეთ მათ და ნუ შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც თქვენზე იქნება დამოკიდებული: შეიძლება მოგისმინონ; შეიძლება ისურვონ ჭეშმარიტებისთვის თვალების გახელა. მაგრამ ესოდენ დიდი სიმშვიდითა და სიფრთხილით ეუბნებით რა მათ ამას, თავად კი, გთხოვთ, მტკიცედ იცავდეთ ეკლესიის დოგმატებს, ნათქ...

სრულად ნახვა