მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Timothy 4:10

9. Do thy diligence to come shortly unto me:10. For Demas hath forsaken me, having loved this present world, and is departed unto Thessalonica; Crescens to Galatia, Titus unto Dalmatia.11. Only Luke is with me. Take Mark, and bring him with thee: for he is profitable to me for the ministry.
2 Timothy თავი 4
10. For Demas hath forsaken me, having loved this present world, and is departed unto Thessalonica; Crescens to Galatia, Titus unto Dalmatia.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().

1. პავლეს მარტოობა და ტიმოთეს მოწოდება

ღირს გამოკვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი:...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ნემა დამიტევა და შეიყუარა სოფელი ესე (4,10).:

თარგმანი: ესე მოწაფე იყო მისი, და წარვიდა თესალონიკედ და იქმნა კერპთა მღდელი.

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მხდარი სასწაულებიც მის კადნიერებას აჩვენებს.

ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, მაინც რატომ სწერს მარტო ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — ამის დასტურად თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო მასთან მყოფთაგან, რამეთუ მის შესახებაც ამბობს: „კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა“ (); მაშ, რის გამო სწერს მარტო ტიტესა და ტიმოთეს? იმიტომ, რომ ამათთვის უკვე ეკლესიები ჩაებარებინა, ხოლო იმათ ჯერ კიდევ თავისთან ატარებდა; ესენი კი გარკვეულ, ცხად ადგილებში განაწესა. რადგან მისი სათნოების გარდამეტება იმდენად დიდი იყო, რომ სიჭაბუკე მას ვერაფერში დააბრკოლებდა. ამიტომაც წერს და ამბობს: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (). [და კვლავ ამბობს:] „ჭაბუკთა –ვითარცა დათა“ (). რამეთუ როცა სათ...

სრულად ნახვა