მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Timothy 4:11

10. For Demas hath forsaken me, having loved this present world, and is departed unto Thessalonica; Crescens to Galatia, Titus unto Dalmatia.11. Only Luke is with me. Take Mark, and bring him with thee: for he is profitable to me for the ministry.12. And Tychicus have I sent to Ephesus.
2 Timothy თავი 4
11. Only Luke is with me. Take Mark, and bring him with thee: for he is profitable to me for the ministry.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().

1. პავლეს მარტოობა და ტიმოთეს მოწოდება

ღირს გამოკვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი:...

სრულად ნახვა
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა-წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოზ. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პამფჳლიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა წარყვანებად იგი. იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათდა ურთიერთას. ბარნაბა თანა-წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა (15,37-41).:

...ეს. იხილე უკუე, ვითარმედ არცა თუ კუალი დაშთა მათ შორის ამის მკსინვარებისაჲ, რამეთუ ამისსა შემდგომად დიდთა ქებათა დასწერს ბარნაბაჲსთა პავლე ებისტოლეთა შინა თჳსთა, და რომელსა აწ არა წარიტანებს მარკოზს, ვითარცა სულმოკლესა და გამოუცდელსა, ამის შორიელისათჳს ტიმოთეს მიუწერს: "მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა" (), და მახლობელისა მიერ სხუათა მოიკითხავს, ვითარმედ: "გიკითხავს თქუენ არისტარხოს თანა-ტყუჱ ჩემი, და მარკოზ, ძმისწული ბარნაბაჲსი" (). ესრეთ უკუე ბარნაბა თჳსებითაცა ჴორციელითა მის თანა წარიტანა მარკოზ, და წიაღ-ჴდეს კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა, კაცი საკჳრველი, რომელსა სილოვანედცა სახელსდებს, თესალონიკელთა რაჲ მისწერდეს, და ესრეთ განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან. ესე იგი არს, რამეთუ ილოცეს და შეჰვედრეს იგი ღმერთსა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ფრიად შემძლებელ იყო ლოცვაჲ ძმათაჲ სარგებელ ყოფად. ხოლო რაჲსათჳს არა ულოცეს ბარნაბასცა? — რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, პავლეს თანა მათცა სამძიმარ უჩნდა მისგან წარტანებაჲ მარკოზისი. ხოლო პავლე ფრჴივ ვიდოდა ჴმელით, რაჲთა სრბასა შინა ქადაგებისასა უმეტეს დააშუროს თავი თჳსი. ამისთჳს მიმოვიდოდა ასურეთსა, რამეთუ ასურეთი მრავალთა ნათესავთა ქუეყანისა...

სრულად ნახვა