თარგმანი: კაცნი კაცთა ჰზრახვენ, არამედ არა სწორნი ბუნებითა, რამეთუ, ბუნებით ანგელოზთა, სახე ოდენ აქუნდა კაცთაჲ და სპეტაკობითა სამოსელთაჲთა ცხად ჰყოფდეს მეორე ნათელ ყოფასა თავთა თჳსთასა, და ბუნებითთა მათ კაცთა "კაც გალილეველ" უწოდდეს ზეცისანი და ეტყოდეს ქუეყანისათა: რაჲსა სდგათ? მიმოვიდოდეთ და ყოველსა სოფელსა ქადაგებდით, ვითარმედ ესე იესუ, ერთბამად ღმერთი და კაცი, რომელმან თქუენ ქუეყანით აღგამაღლნა და ზეცისასა მხედველ და მზრახვალ გყვნა, არაოდეს დაუტევებს ჴორცთა, რომელნი ერთ-გზას შეისხნა, არამედ მითვე აღსრული ზეცად, კუალად მითვე მომავალ არს განშჯად სოფლისა; რადღა სდგათ აქა, აწვე მომლოდედ მისა; იხილოთ იგი კუალად მომავალი, არამედ ესე — უკუანაჲსკნელ, ხოლო აწ მიიქეცით იერუსალემდ, და დასხედით მოლოდებად აღთქუმისა ვითარ-იგი ბრძანებულ ხართ მის მიერ. ესე ჩუენდაცა საჭირო არს, რაჲთა არა უქმად ვდგეთ, არამედ ვრბიოდით თითოეული თჳსსა საქმესა, კაცად-კაცადი რომელსაცა ზედა იჩინა! შევიკრძალოთ სიწმიდე იგი ნათლისღებისა მიერ მოცემული, რამეთუ რომელმან ცოდოს შემდგომად ნათლისღებისა, მრჩობლ და მრავალწილცა უმძიმეს არს საშჯელი მისი, რამეთუ ძე ღმრთისაჲ დათრგუნა და...
Acts 1:11
10. And while they looked stedfastly toward heaven as he went up, behold, two men stood by them in white apparel;11. Which also said, Ye men of Galilee, why stand ye gazing up into heaven? this same Jesus, which is taken up from you into heaven, shall so come in like manner as ye have seen him go into heaven.12. Then returned they unto Jerusalem from the mount called Olivet, which is from Jerusalem a sabbath day's journey.
Acts თავი 1