მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 1:9

8. But ye shall receive power, after that the Holy Ghost is come upon you: and ye shall be witnesses unto me both in Jerusalem, and in all Judaea, and in Samaria, and unto the uttermost part of the earth.9. And when he had spoken these things, while they beheld, he was taken up; and a cloud received him out of their sight.10. And while they looked stedfastly toward heaven as he went up, behold, two men stood by them in white apparel;
Acts თავი 1
9. And when he had spoken these things, while they beheld, he was taken up; and a cloud received him out of their sight.
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა (1,9).:

თარგმანი: ესეცა მაუწყებელი იყო ზუცად აღსლვისაჲ, რამეთუ ღრუბელმან შეიწყნარა, რაჲთა სრულ იქმნეს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: "დადვა ღრუბელი აღსავალად თჳსა" (), რამეთუ ვერცა ერთიღაჲ სხუაჲ დაჯდების ღრუბელსა ზედა, ვითარ-იგი გესმის ესაიაჲსგან: "აჰა, ესერა, ზის ზედა ღრუბელსა სულ-მცირესა" (). ესრეთ უკუე ღრუბლისა მიერ შეწყნარებასა მისსა ხედეიდეს მოწაფენი და სხუასა უმაღლეს ვერღარას განიცდიდეს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:

...2) და „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად მისა“, და „მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა“. და ამაღლებისათჳს უფლისა იტყჳს ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვი-თარმედ: „ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა“. ხოლო რაჲთა გულსავსე იქმნენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს ჴმაჲ იგი, ამისთჳს წერილისაებრ ღრუბელი ნათლისაჲ მოჰფინა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაჲ ღმერთი მოსეს და უნდა, რაჲთა შიში დასდვას უგულისჴმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაჲ გამოაჩინა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაჲ და ჴმაჲ სასტიკებისაჲ“. ; (19,16,18) და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს რისხვისა მისისათჳს, ვითარმედ: „ბნელისა წყალნი ღრუბელთა...

სრულად ნახვა