თარგმანი: პირუტყუებრსა და მჴეცებრსა კაცთა სახესა დაკლვაჲ ებრძანების პეტრეს, რაჲთა მოსწრაფებით აღდგეს მათ ზედა და მოაკუდინნეს იგინი სოფლიოთა ზრახვათაგან, და შეწირნეს იგინი ღმრთისა მსხუერპლად წმიდად და ცხოველად. ხოლო იგი, ჩუეულებისაებრ ჰურიათაჲსა, არა ყოველსა ჴორცსა, არამედ შჯულისაგან განგდებულთა ოდენ პირუტყუთასა უწოდს ბილწად და არაწმიდად. ხოლო უფალი მასვე წარმართთა სახესა ზედა უბრძანებს და ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ქრისტემან სისხლითა თჳსითა წმიდა ყვნა ყოველნი კაცნი, შენ ნუცა ერთი მათგანი შეგირაცხიეს არაწმიდად, რამეთუ ბუნებით კეთილად დაბადებულნი თჳთ გარდაქცეულ იყვნეს არა თუ ბუნებით ბოროტად, არამედ საქმითა და ჩუეულებითა განმჴეცებულ იყენეს, ხოლო აწ კუალად შეიცვალნეს კეთილითა შეცვალებითა მარჯუენისა მიერ მაღლისა. ვინაჲცა ამიერითგან არღარაჲ ვის აყენებს, უნდეს თუ ცხოვნებაჲ, რამეთუ არღარა არს ჰურიაობა გინა წარმართობაჲ, მონება გინა აზნაურება, მამაკაცება გინა დედაკაცება, არამედ ყოველთა ზოგად მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად. და არა კმა იყო შემდგომად აღდგომისა ქმნილი ბრძანებაჲ ნათლისცემად ყოველთა წარმართთა სახელითა მამისაჲთა და...
Acts 10:15
...(იოან. 21,21-22) დადუმნა მეყსეულად.
კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.
კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.
კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“
აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ კაცისაჲ წარმართებად კეთილსა რასმე, უკუეთუ ღმრთისამიერი შეწევნაჲ არა იყოს.
და კუალად არა სარგებელ გუეყოფვის, არცა მოგუეცემის ზეგარდამო შეწევნაჲ, უკუეთუ გულსმოდგინებაჲცა ჩუენი და მოსწრაფებაჲ არა იყოს. და ორივე ესე გამოაჩინეს იუდა და პეტრე. იუდას დიდად მიეცა შეწევნაჲ უფლისაჲ და არას ერგო, რამეთუ არა ინება, არცა აჩუენა თავისაცა თჳსისაგან მოსწრაფებაჲ მცირედიცა.
ხოლო პეტრეს აქუნდა გულსმოდგინებაჲ, გარნა აღიღო რაჲ უფალმან შეწევნაჲ თჳსი, ვერ უძლო მან დადგომად, არამედ დაეცა....