მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 10:44

43. To him give all the prophets witness, that through his name whosoever believeth in him shall receive remission of sins.44. While Peter yet spake these words, the Holy Ghost fell on all them which heard the word.45. And they of the circumcision which believed were astonished, as many as came with Peter, because that on the Gentiles also was poured out the gift of the Holy Ghost.
Acts თავი 10
44. While Peter yet spake these words, the Holy Ghost fell on all them which heard the word.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი, და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს. რამეთუ ესმოდა მათ, იტყოდეს რაჲ ენათა და ადიდებდეს ღმერთსა (10,44-46).:

თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან არა დრო-სცა პეტრეს განსრულებად სიტყჳსა, არამედ თჳნიერ ბრძანებისა მისისა და პირველ ნათლის-ღებისა მოჰფინა სული წმიდაჲ წარმართთაგანთა მათ მორწმუნეთა, რამეთუ უკუეთუ შემდგომად ამისსა ჯერეთ სიტყუაჲ მიჰჴადეს პეტრეს იერუსალემს შინა, მისლვისათჳს კორნილოჲს მიმართ, რაჲღამცა ექმნა, უკუეთუმცა არა წინასწრობით, არამედ ნათლის-ცემითა და ბრძანებითა პეტრესითა მიეღო მათ ნიჭი სულისა წმიდისაჲ? ამისთჳს აწ წინა-უსწრო ნათლის-ღებასა მიფენამან სულისამან, რაჲთა ვერცა ერთმან ვინ აბრალოს პეტრეს ნათლის-ცემისათჳს მათისა.

ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ პირველად ჰრწმენა მათ სიტყუაჲ იგი პეტრესი, ვითარმედ სახელითა იესუჲსითა იქმნების მიტევებაჲ ცოდვათაჲ და სარწმუნოებასა შეუდგა მიტევებაჲ და მიტევებასა —ნიჭი სულისა წმიდისაჲ, რომელი-ესე დაღაცათუ პირველ ნათლის-ღებისა იყო, არამედ ეგრეთცა პეტრეს სიტყუათა მიერ და სწავლათა, და შემდგომად რწმუნებისა მათისა სიტყუათა მისთა; რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ ეგების მიღებად ნიჭსა სულისასა, რაოდენცა ქველის-მოქმედ იყოს ჯერეთ ურწმუნოებასა შინა მყოფი იგი. ამისთჳს ჰურიათაგანთა მათ, პეტრეს თანა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის