თარგმანი: რაჲსათჳს არა ათორმეტთა მოციქულთაგანი წარვიდა ესოდენ დიდსა მას ქალაქსა ანტიოქიისასა, არამედ ბარნაბა, ერთი სამეოცდაათთაგანი მიავლინეს? —ამისთჳს, რამეთუ არა ჯერ-უჩნდა განშორებაჲ იერუსალემით, რაჲთა არა ლტოლვილ საგონებელ იქმნნენ დევნულებისაგან ჰურიათაჲსა. არამედ დაღაცათუ მახლობელთა სადმე ქალაქთა და სოფელთა განვიდიან, კუალად მუნვე იქციან და არასადა განეშორებოდეს ათორმეტნი იგი იერუსალემსა და ჰურიასტანსა, ვიდრე წარსლვადმდე პავლესსა ჰრომედ. ხოლო მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიად, ვითარცა წამებული აღსავსედ სულითა წმიდითა და კაცად სახიერად. სახიერ უკუე ეწოდა არა წინა-აღმდგომად სიტყჳსა მის, ვითარმედ: "არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი" (), არამედ რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ ღმერთსა ბუნებით აქუს სახიერებაჲ, და არავინ არს ბუნებით სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო მის მიერვე მადლით და მინიჭებით ბარნაბასცა და მსგავსთა მისთა ყოველთა სახიერ სახელ-ედების, რაჟამს ყოველთა მოქენე და განმამტკიცებელ იყვნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა და ერთა ურიცხუთა ქადაგ სარწმუნოებისა.
Acts 11:22
21. And the hand of the Lord was with them: and a great number believed, and turned unto the Lord.22. Then tidings of these things came unto the ears of the church which was in Jerusalem: and they sent forth Barnabas, that he should go as far as Antioch.23. Who, when he came, and had seen the grace of God, was glad, and exhorted them all, that with purpose of heart they would cleave unto the Lord.
Acts თავი 11