თარგმანი: ყოველთავე წარმართთა უხაროდა წინაჲსწარმეტყუელებით მოსწავებაჲ ცხორებისა მათისაჲ, ხოლო ირწმუნებდეს იგინი ოდენ, რომელნი დაწესებულ, ესე იგი არს წინა-განსაზღვრებულ, იყენეს ნაწილ-ყოფად ცხორებისა საუკუნოჲსა, ხოლო წინა-განასაზღვრებს ღმერთი. არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, არამედ, რომელთანი წინაჲსწარ უწყოდნის გონებანი, ვითარმედ მორწმუნე იქნებიან, მათცა წინა-განასაზღვრებს ნაწილად ცხორებისა საუკუნოჲსა, ყოვლისავე სიბრნით წინაჲსწარმცნობელითა მით ძალითა თჳსითა. რამეთუ იხილე პირველ სოფლის დაბადებისა წინა-განსაზღვრებული პაელე, ჭურ რჩეულ ღმრთისა ყოფად არა საშოჲთგან დედისაჲთ იქმნა, არცა ჰასაკსა სიჭაბუკისასა, არამედ შემდგომად მამაკაც სრულ-ყოფისა, ოდეს-იგი აქუნდა სრული მეცნიერებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ. რამეთუ ნებითა თჳსითა იყო პირველ მგმობარ და მდევარ, და ნებითა თჳსითა გულისჴმა-ყო უკუანაჲსკნელ მადლი ღმრთისაჲ, და ნებსით შეიშინა ხილვისა მისგან გზასა ზედა, და ნებსით ჰრწმენა იესუჲსი. რამეთუ არა ყოველი კაცი შეიგონებს შიშსა ხილვათასა, არამედ, რომელი გონიერ იყოს, იგი ოდენ შეიცვალების ბოროტისაგან და განბრძნდების სწავლისა მიერ ღმრთისა,...
Acts 13:49
48. And when the Gentiles heard this, they were glad, and glorified the word of the Lord: and as many as were ordained to eternal life believed.49. And the word of the Lord was published throughout all the region.50. But the Jews stirred up the devout and honourable women, and the chief men of the city, and raised persecution against Paul and Barnabas, and expelled them out of their coasts.
Acts თავი 13