მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 15:39

38. But Paul thought not good to take him with them, who departed from them from Pamphylia, and went not with them to the work.39. And the contention was so sharp between them, that they departed asunder one from the other: and so Barnabas took Mark, and sailed unto Cyprus;40. And Paul chose Silas, and departed, being recommended by the brethren unto the grace of God.
Acts თავი 15
39. And the contention was so sharp between them, that they departed asunder one from the other: and so Barnabas took Mark, and sailed unto Cyprus;
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა-წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოზ. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პამფჳლიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა წარყვანებად იგი. იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათდა ურთიერთას. ბარნაბა თანა-წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა (15,37-41).:

თარგმანი: ვითარცა ძუელსა შინა მშჳდ იყო მოსე, ხოლო მოშურნე — ელია, და ზოგად ორნივე — საღმრთოდ მჴუმეველ ორისავე, ეგრეთვე აწ ბარნაბა იყო მშჳდ, ხოლო პავლე მკჳრცხლ და ზედა-მიწევნით გამომეძიებელ ყოვლისა, და ორნივე მითვე ერითა სულითა საღმრთოჲთა აღსავსე, რამეთუ განყოფანი არიან მადლთანი. ამისთჳსცა ბარნაბა სიმშჳდით შეუნდობდა მარკოზს, და პავლე არავე სიმწარით, არამედ სიმდაბლით პლოცვიდა ბარნაბას, რაჲთა ერთ-გზის გამოცდილი და ვერ თავს-მდებელი ჭირთა გრძელისა მგზავრობისათა არღარა კუალად წარიტანონ საჭიროსა მას საქმესა და საშრომელსა გზასა. ბარნაბა უკუე ეგო თჳსსავე წესსა სიმშჳდისასა, ხოლო პავლე ზედა-მიწევნით და სიფრთხილით გამომეძიებელობასა საქმეთასა. და მკსინვარებაჲ იგი არა თუ სხუად რადმე იყო, არამედ რაჲთა თითოეულმან დაიცვას ჩუეულებაჲ თჳსი, ხუედრებული მისდა განყოფისაგან მადლთაჲსა. ხოლო ურთიერთას განყოფაჲ მათი საღმრთოჲსა განგებულებისაჲ იყო, რაჲთა სხუაჲ სხჳთ წარსლვითა უმრავლესთა ერთა მომაქცეველ იქმნნენ, რამეთუ თითოეული მათი კმა იყო წინამძღურად და მოძღურად. ამისთჳს შეიდგინნეს მოწაფენი, ვითარიცა შეეტყუებოდა წესსა და ჩუეულებასა თითოეულისასა. პავლე შერისხვით...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის