მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 16:2

1. Then came he to Derbe and Lystra: and, behold, a certain disciple was there, named Timotheus, the son of a certain woman, which was a Jewess, and believed; but his father was a Greek:2. Which was well reported of by the brethren that were at Lystra and Iconium.3. Him would Paul have to go forth with him; and took and circumcised him because of the Jews which were in those quarters: for they knew all that his father was a Greek.
Acts თავი 16
2. Which was well reported of by the brethren that were at Lystra and Iconium.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).:

თარგმანი: დერბე არს ციხე ისავრიაჲსაჲ, აღშენებული კაცთა მიერ ლტოლვილთა სიყმილისაგან, რომელნი იზარდებოდეს მწუერვალთაგან ხეთაჲსა, ხოლო უკუანაჲსკნელ აღეშენა იგი ქალაქად კაცთა მიერ ლუკაონელთა. და ლუსტრაჲ არს სოფელი იკონიაჲსაჲ, ხოლო იკონიაჲ — ქალაქი ლუკაონიაჲსაჲ, საზღვართა ზედა ტავროჲსათა, შორის კაბადუკიისა და ლუკაონისა კილიკიაჲთ კერძო ტრახონიტისა. აქა ლუსტრას შინა იპოვა ტიმოთე, ძე დედაკაცისა ჰურიისა, ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულისაჲ და მამისა წარმართისაჲ. იხილე, ვითარ დაეჴსნნეს ჰურიათა წესნი შჯულისანი , მაყენებელნი მითხოვად წარმართთა. ხოლო ტიმოთე წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ შენ თანაცა" (). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე...

სრულად ნახვა
შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება:

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი.

1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება

მოციქულის მოწაფეთაგან ერთი ტიმოთეც იყო. ლუკაც მოწმობს, რომ იგი საკვირველი ჭაბუკი იყო, „რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა“ (). იგი ერთდროულად მოწაფეც გახდა და მოძღვარიც. იმდენად ფრიად გონიერი იყო, რომ, როცა უსმენდა პავლეს, რომელიც წინადაცვეთის გარეშე ქადაგებდა, და შეიტყო, რომ სწორედ ამის გამო პავლე პეტრესაც წინ აღუდგა, არჩია არა მხოლოდ საწინააღმდეგო არ ექადაგა, არამედ თვითონაც განეცადა წინადაცვეთა; რადგან, როგორც წერილი ამბობს, „წინა-დასცჳთა მას“ () ასეთ ასაკში. ამგვარად პავლემ მას მთელი განგებულება მიანდო. ამრიგად, პავლეს ტიმოთესადმი მხურვალე სიყვარულიც საკმარისი იყო იმის საჩვენებლად, თუ როგორი კაცი იყო იგი. რადგან სხვაგანაც ტიმოთეს უმოწმებს, როცა წერს და ამბობს: „ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას“ (); და კორინთე...

სრულად ნახვა