მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 18:10

9. Then spake the Lord to Paul in the night by a vision, Be not afraid, but speak, and hold not thy peace:10. For I am with thee, and no man shall set on thee to hurt thee: for I have much people in this city.11. And he continued there a year and six months, teaching the word of God among them.
Acts თავი 18
10. For I am with thee, and no man shall set on thee to hurt thee: for I have much people in this city.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, რამეთუ მე ვარ შენ თანა და არავინ შეუძლოს ბოროტის-ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა (18,8-10).:

თარგმანი: მარადის სწორ არს ხილვაჲ იესუჲსი, მღჳძარესა თუ ეჩუენოს გინა მძინარესა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მკჳდრნი კორინთისანი მოსლვად იყვნეს სარწმუნოებად, ამისთჳს ძილსა შინა ღამე ეჩუენა, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ ფრიად შეწუხებულ არს პავლე ურწმუნოებისათჳს და წინა-აღდგომისა ჰურიათაჲსა, ეტყოდა და ჰრქუა: ნუ გეშინინ კაცობრივისა რაჲსმე ვნებისაგან, რამეთუ მე შენ თანა ვარ და ვერვინ უძლოს ბოროტის-ყოფად შენდა. რამეთუ დაღაცათუ წარადგინეს სამშჯავროსა, არამედ ვერარაჲვე უყვეს, ვინაჲთგან უფალი სცვიდა და უბრძანებდა არა-დუმილად. ამას ადგილსა მწვალებელნი იტყჳან, ვითარმედ, ვინაჲთგან მრავალი ერი იყო კორინთეს შინა ღმრთისა სათნოჲ, ცხად არს, ვითარმედ ბუნებაჲ მათი კეთილ იყო და სხუათაჲ — ბოროტ. არამედ ჩუენ წინა-აღუდგებით, ვითარმედ ბუნებაჲ ყოველთა კაცთაჲ კეთილად დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, რომელსა არარაჲ ოდეს ბოროტი დაუბადებიეს, ხოლო კეთილ და ბოროტ ყოფაჲ კაცთაჲ თჳთმფლობელისა ნებისა მათისა საქმე არს, რამეთუ ღმერთი არავის აიძულებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის