მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 18:15

14. And when Paul was now about to open his mouth, Gallio said unto the Jews, If it were a matter of wrong or wicked lewdness, O ye Jews, reason would that I should bear with you:15. But if it be a question of words and names, and of your law, look ye to it; for I will be no judge of such matters.16. And he drave them from the judgment seat.
Acts თავი 18
15. But if it be a question of words and names, and of your law, look ye to it; for I will be no judge of such matters.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა ღალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის-საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი, უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა და შჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათჳს არა მნებავს ყოფად. და განასხნა იგინი საყდრისაგან. მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს საყდარსა წინაშე, და არარას ზრუნვიდა ამათგანსა ღალიოს (18,14-17).:

თარგმანი: ვითარ საგონებელ არს, მშჳდ და მიმშუებელ იყო ღალიოს, და ამისდა განცხადებად დასწერს ლუკა, ვითარმედ: სადა-იგი უმეტესი წესიერებაჲ ჯერ-იყო — წინაშე საყდრისა მისისა, მუნ არა სირცხჳლ უჩნდა მას ცემაჲ ურთიერთას, რამეთუ შემდგომად შესმენისა ეგულებოდა რაჲ პავლეს, რაჲთა აღაღოს პირი და განიმართლოს თავი, უსწრო მთავარმან ღალიოს და თქუა ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: უკუეთუმცა სამოქალაქოთა რათმე წესთა მავნებელ და შემცოდე იყო პავლე, ვწუართე-მცა იგი, ვითარ-ეგე თქუენ ითხოვთ, ჵ ჰურიანო, ხოლო საქმეთა შჯულისა თქუენისათა მე არა მნებავს ზრუნვაჲ. ესე რაჲ ესმა გარემოჲს მდგომთა, სცემდეს სოსთენის და იტყოდეს კსინვით: უკუეთუ არა გჳვის მსაჯული, — არცა განმკითხველი უწესოებისაჲ; რაჲ გუაყენებს, რაჲთა ვსცემდეთ და ვიცემებოდით ურთიერთას! არამედ ღალიონ არცა ეგრეთ აღიძრა ზრუნვად მათდა. ნუ-უკუე და ამისთჳსცა სცემდეს სოსთენის, რამეთუ შეეწეოდა პავლეს და დააყენნა იგინი მკლველობისაგან. ხოლო საგონებელ არს, ვითარმედ მასვე ზემო-წერილსა კრისპოსს ეწოდებოდა სოსთენიცა, რამეთუ დაღაცათუ სახელნი ორ, არამედ პატივი ერთ არს შესაკრებლის-მთავრობაჲ, რომელი მუნ მორწმუნე იქმნა, ხოლო აქა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის