მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 18:2

1. After these things Paul departed from Athens, and came to Corinth;2. And found a certain Jew named Aquila, born in Pontus, lately come from Italy, with his wife Priscilla; (because that Claudius had commanded all Jews to depart from Rome:) and came unto them.3. And because he was of the same craft, he abode with them, and wrought: for by their occupation they were tentmakers.
Acts თავი 18
2. And found a certain Jew named Aquila, born in Pontus, lately come from Italy, with his wife Priscilla; (because that Claudius had commanded all Jews to depart from Rome:) and came unto them.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამისსა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ, და პოვა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილლა, ცოლი მისი, რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით. მოვიდა მათადა, და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდეს, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე. და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა (18,1-4).:

თარგმანი: კორინთე არს ქალაქი შორის ზღუასა პელოპონნისისასა, სადა-იგი მივიდა რაჲ მოციქული, პოვა მუნ აკჳლა შჯულითა ჰურიაჲ, ნათესავით პონტოელი. ორნი არიან პონტონი: პონტოჲ ევქსინოჲსაჲ და პონტოჲ პოლემონიაკოჲსა სამთავროჲსაჲ. ხოლო იტალია ეწოდების სოფელსა იტალოჲს მიერ შენებულსა, რომელ არს ქუეყანასა ჰრომისასა. ამიერ მოსრულ იყო მაშინ აკჳლა პრისკილაჲთურთ, ცოლით მისით. რამეთუ ნერონის ზე მოიკლა პავლე, ხოლო კლავდისგან აღიძრა დევნულებაჲ ჰურიათა ზედა, წინა-განგებით, რაჲთა ჰურიანი, ვითარცა საძაგელნი, განისხნენ ჰრომით, ხოლო პავლე არა ვითარცა ჰურიაჲ იდევნოს, არამედ ვითარცა ჰრომთა წესთ დამცვლი, შეკრული მიიყვანოს ჰრომედ და თჳნიერ წინა-აღდგომისა ჰურიათაჲსა კადნიერებით ქადაგოს ქრისტე. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე პავლესი, ანგელოზთაგან განსაკჳრვებელი და ეშმაკთა მიერ შესაძრწუნებელი, ვითარ მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ არა უღირს-იჩინებს მეპრატაკისა თანა დადგრომად და კერვად ტყავისა და ტარსიკონისა, რაჲთა ჴელნი მისნი კმა-იყვნენ საზრდელად მას და მის თანათა. რაჲ-მე სიტყუაჲ მივსცეთ ღმერთსა, რომელნი-ესე მოცალებით და განსუენებით ყოფასა შინა არა ვაშრომებთ ჴელთა ჩუენთა. ხოლო იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).:

...მეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და არაუნჯებაჲ ხვალისათჳს, რამეთუ არა ერთი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, არამედ იქმნების შრომაჲ და არაზრუნვაჲ. და რომელ-იგი მართას ჰრქუა, არა თუ საქმესა აყენებდა, არამედ რაჲთა არა სწავლისა ჟამსა და ლოცვისასა წარაგებდეს ჴორცთა ზრუნვასა შინა, არამედ თჳსსა ჟამსა იქმოდის ყოველსავე. და არა თუ უქმობასა ასწავლიდა, არამედ სწავლისა კეთილად სმენასა, ვი-თარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოვედ თქუენდა უმჯობჱსისა სწავლად, და შენ ტაბლასა ჰზრუნავა? რამეთუ მე ესე ტაბლაჲ მნებავს, რაჲთა კეთილად ისმენდე სიტყუათა ჩემთა, ვითარცა ესერა დაჲ შენი იქმს. არა თუ უცხოთმო...

სრულად ნახვა