📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“ (6,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტკბოებაჲ და არამხილებაჲ არა მარადის კეთილ არს, არამედ რომელსამე ადგილსა სიფიცხლჱცა ჰშუენის მოძღუარსა, რამეთუ რაჟამს მოწაფჱ უდები და დაჴსნილი იყოს, მაშინ საწერტელი უჴმს, რაჲთა მისი უდბებაჲ მცირედ აღემართოს. და ეგრეთვე ძემან ღმრთისამან ქმნა სხუათა მრავალთა ადგილთა და აქაცა. რამეთუ მორაჲ-ვიდა ერი იგი და ეტყოდეს მას: „რაბი, ოდეს მოხუედ აქა?“1 უნდა უფალსა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა ეძიებს კაცთა დიდებასა, არამედ ცხორებასა ოდენ სულისა მათისასა ეძიებს. ამისთჳს მხილებით ჰრქუა, რაჲთამცა ცნობაჲცა მათი განჰმართა და დაფარული გონებისა მათისაჲ განაცხადა, რამეთუ ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა თუ სასწაულთათჳს მეძიებთ, არამედ რამეთუ შჭამეთ და განსძეღით“. ამხილა, არამედ სიტკბოებითვე და არა ფიცხლად, და უჩუენა, ვი-თარმედ არა თუ სასწაულისა მისთჳს გიკჳრსო, არამედ განძღომისათჳს. და ამისთჳს შემდგომად მცირედისა გამოჩნდა გონებაჲ მათი, რამეთუ ჰრქუეს, ვითარმედ: „სასწაულსა რასა მიჩუენებ? მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა“,2 რამეთუ საზრდელსავე ეძიებდეს ჴორციელსა. ხოლო უფალი არა დაადგრა მხილებასა ზედა ოდენ, არამედ სწავლადცა იწყო მათა და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვი-თარმედ: ნუ ამის საზრდელისა ხართ მეძიებელ, არამედ მის სულიერისა. ხოლო რომელნი განსუენებისა და უქმობისა მოყუარე არიან, ამას სიტყუასა შემოიღებენ მიზეზად. და კეთილ არს მათა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ სიტყუასა მასცა მოიღებენ, რომელი თქუა უფალმან, ვითარმედ: „მართა, ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავალთა მათ საქმეთა შინა, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“,3 და კუალად, რომელ იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა“.4 ხოლო კეთილ არს, რაჲთა ამის ყოვლისათჳს ვთქუა, რაჲთა იგინიცა დასცხრენ, რომელნი ამას იტყჳან, და
1 იოან. 6,25. 2 იოან. 6,30-31. 3 ლუკ. 10,41-42. 4 მათ. 6,34.
არა შფოთი შემოვიღოთ შორის საღმრთოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“;1 და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“.2 რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“;3 და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა.4 და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და არაუნჯებაჲ ხვალისათჳს, რამეთუ არა ერთი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, არამედ იქმნების შრომაჲ და არაზრუნვაჲ. და რომელ-იგი მართას ჰრქუა, არა თუ საქმესა აყენებდა, არამედ რაჲთა არა სწავლისა ჟამსა და ლოცვისასა წარაგებდეს ჴორცთა ზრუნვასა შინა, არამედ თჳსსა ჟამსა იქმოდის ყოველსავე. და არა თუ უქმობასა ასწავლიდა, არამედ სწავლისა კეთილად სმენასა, ვი-თარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოვედ თქუენდა უმჯობჱსისა სწავლად, და შენ ტაბლასა ჰზრუნავა? რამეთუ მე ესე ტაბლაჲ მნებავს, რაჲთა კეთილად ისმენდე სიტყუათა ჩემთა, ვითარცა ესერა დაჲ შენი იქმს. არა თუ უცხოთმოყუარეობასა აყენებდა, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთა ჟამსა სწავლისასა არარას სხუასა შეექცეოდის. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ უქმობაჲ ჯერ-არს, რამეთუ ესე არს უფროჲსად საზრდელი წარსაწყმედელი - უქმობაჲ, „რომელმან ყოველნი ბოროტნი ასწავნა კაცთა“,5 არამედ ამას მოასწავებს, რაჲთა ვიქმოდით და სხუათა მივსცემდეთ, რამეთუ ესე არს არაწარსაწყმედელი საზრდელი. ხოლო უკუეთუ ვინ უქმად იყოს, ოდენ იშუებდეს და აღმოივსებდეს მუცელსა, იგი იქმს საზრდელსა წარსაწყმედელსა. უკუეთუ კულა შურებოდის ვინ და ქრისტესა შეჰმოსდეს და ზრდიდეს, რომელ არიან გლახაკნი, ვინმცა იყო ესრეთ განცოფებული, რომელმანმცა თქუა მისთჳს, ვითარმედ: წარსაწყმედელსა საზრდელსა იქმს, რომლისათჳს აღთქუმულ არიან საუკუნენი კეთილნი?
ხოლო მათ ერთა ვინაჲთგან სულიერისათჳს არცა ერთი ზრუნვაჲ აქუნდა, არცა ეძიებდეს, თუ რომლითა ძალითა იქმს უფალი საქმეთა მათ, არამედ ოდენ მუცლისა აღმოვსებასა ეძიებდეს, ამისთჳს სამართ-
1 შდრ. 1თეს. 4,11-12. 2 ეფეს. 4,28. 3 საქმე 20,34. 4 შდრ. საქმე 18,2-3. 5 შდრ. ზირ. 33,28.
ლად ესევითარსა მას საზრდელსა „საზრდელად წარსაწყმედელად“ სახელ-სდვა უფალმან, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: გამოვზარდენ მე ჴორცნი თქუენნი, რაჲთამცა სულიერისა საზრდელისა ძიებად მოხუედით, და თქუენ ჯერეთ ქუეყანისასა ეძიებთა? ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა არა ამას უნდოსა ეძიებდეთ, არამედ მას, რომელი არა საწუთროჲ არს, არამედ საუკუნოჲ, რომელი არა ჴორცთა ზრდის, არამედ სულთა.
ხოლო ვინაჲთგან დიდი სიტყუაჲ თქუა თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „ესე ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ“, რაჲთა არა ევნოს მათ სიტყჳსა მისგან, ამისთჳს შესძინა და თქუა მამისათჳს, რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ“, მეყსეულად შესძინა და თქუა, რამეთუ: „ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“, ესე იგი არს, ვი-თარმედ ამისთჳს მოავლინა, რაჲთა ესევითარი საზრდელი მოგართუას თქუენ. ხოლო მოასწავებს სიტყუაჲ ესე სხუასაცა ძალსა, რამეთუ იტყჳს სხუასა ადგილსა ქრისტე, ვითარმედ: „რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი, დაჰბეჭდა მან, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს“,1 ესე იგი არს, ვითარმედ გამოაჩინა და დაამტკიცა თჳსითა წამებითა, რამეთუ უფალიცა თჳთ გამოაჩინებდა თავსა თჳსსა, არამედ ოდეს ჰურიათა ეტყჳნ, მამისა წამებაჲ შორის შემოიღის.
სწავლაჲ მდ ვითარმედ არარა არიან კეთილნი ამის სოფლისანი
ვისწრაფოთ უკუე ჩუენცა, საყუარელნო, რაჲთა ესევითართა საქმე-თა ვითხოვდეთ ღმრთისაგან, ვითარი ჯერ-არს მის მიერ თხოვად. რამეთუ საწუთროჲსა საქმენი დაღაცათუ ჭირითა მოგუეცემოდიან, არას გუევნების, არამედ მცირედ ჟამ თუ განვმდიდრდეთ, მცირედ ჟამ ყოფად ვართ მათ შინა, გინა თუ დავგლახაკნეთ, არარაჲ გუევნების სიგლახაკისა მისგან; რამეთუ არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან სახარულ, არცა ჭირნი - საგლოველ, არამედ ორივე შეურაცხ არს და ადრე წარმავალ; ამისთჳსცა „გზად“ წოდებულ არს ცხორებაჲ ესე ღმრთისა მიერ, ერთი იგი ფართოდ და მეორჱ იწროდ და საჭიროდ.2 საუკუნოჲ საქმჱ სულისაჲ ყოველივე უკუდავად ჰგიეს - ტანჯვაჲცა და სუფევაჲცა. ამისთჳს უკუე ვიღუაწოთ, რაჲთა სატანჯველთაგან განვერნეთ და განსუენებაჲ ვპოვოთ.
რამეთუ რაჲ არს სარგებელი შუებისა ამის საწუთროჲსა? დღეს არს და ხვალე არა არს, დღეს არს ყუავილ ბრწყინვალე და ხვალე - მტუერ წარწყმედულ; დღეს არს ცეცხლ მოტყინარე და ხვალე - ნაცარ დამშრ-
1 შდრ. იოან. 3,33. 2 შდრ. მათ. 7,13-14.
ტალ. არამედ სულიერი არარაჲ არს ესრეთ, გარნა მარადის ჰგიეს იგი ბრწყინვალედ და ყუავის იგი შუენიერად და მარადღე უბრწყინვალე იქმნების, სიმდიდრჱ იგი არაოდეს დასცხრების, არას სხუასა მიეცემის, არცა დაილევის, არცა მოაწევს ოდეს ზრუნვასა და შურსა და შესმენასა, არცა ჴორცთა წარსწყმედს, არცა სულსა განხრწნის, რამეთუ ესე ყოველი სოფლისა სიმდიდრესა შინა იპოვების. ხოლო იგი დიდებაჲ არა ზუაობად მიიყვანებს, არცა ჴურვებასა შეუქმს, არცა ოდეს განილევის; და განსუენებაჲ იგი ზეცისაჲ ეგრეთვე უკუე ჰგიეს უცვალებელად და უკუდავად, არა არს უკუნისამდე აღსასრული მისი.
იგი უკუე ცხორებაჲ მოვიძიოთ, რამეთუ უკუეთუ მას ვეძიებდეთ, სოფლისაჲ ამის არარად შევჰრაცხოთ, არამედ შეურაცხ-ვყოთ და ვეცინოდით მას. დაღაცათუ მეფობასა ვინ ქუეყანისასა მოგუცემდეს, არა შევიწყნაროთ, უკუეთუ ესე სასოებაჲ გუაქუნდეს; რამეთუ სოფელსა ამას მეფობისა უმჯობესი არაჲ იპოვების, გარნა რომელთა სურვილი ზეცისაჲ აქუნდეს, იგიცა საკიცხელად და არარად უჩნს მათ და არარაჲსა ღირსად, რამეთუ ყოველი საქმჱ ადრე დალევნადი არა საწადელ არს, და ყოველი საქმჱ, რომელი დღეს არს და ხვალე არა არს, დაღაცათუ ფრიად დიდ იყოს, ფრიად მცირე და არარაჲ არს. ნუმცა უკუე ვიმჭირავთ ვლტოლვადთა მათ საქმეთა და მსგავსად მდინარისა წარმავალთა, არამედ მტკიცენი და შეურყეველნი კეთილნი მოვიგნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.