თარგმანი: ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, სახელსა ზედა იესუჲსსა ნათელღებულნი სარწმუნოებითა მისსა მიმართ ნათელ-იღებენ; ხოლო მისსა მიმართ სარწმუნოებაჲ ესე არს, რაჲთა, ვითარ-იგი მან თავადმან ბრძანა, სახელითა მამისაჲთა და მისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ნათელ-ვიღოთ, და რაჟამს იესუჲს სახელსა ზედა ნათლისღებაჲ გუესმეს, არა ესრეთ ვჰგონოთ, ვითარმედ მის მხოლოჲსა მიმართ ოდენ გურწამს, არამედ ესრეთ, ვითარმედ, რაჟამს იესუ იჴსენოს, რომელ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მამაჲ და სული წმიდაჲ მისგან განუშორებელ არიან, და რომელიცა ამათ სამთაგანისა მიმართ რომლისაცა ერთისა ურწმუნო იყოს, და არა ერთ-არსებად და ერთღმრთეებად და სწორ პატივითა ჰრწმენეს სამგუამოვნებაჲ წმიდისა სამებისაჲ, ესევითარი იგი ზოგად სამთაგანვე უცხო და განვრდომილ არს. ამას თანა ესეცა ცხად არს, ვითარმედ შემდგომად ნათლისღებისა მაშინ სადმე მოციქულთა, ხოლო აწ მღდელისა გინა ეპისკოპოსისა ჴელის დადებითა მოვალს სული წმიდაჲ ნათელღებულთა ზედა და მიეცემის მათ. გარნა მაშინ, მოციქულთა ზე, რამეთუ ახალ-მორწმუნე და ჩჩჳლ იყვნეს კაცნი და თჳნიერ ხილულთასა ვერ ირწმუნებდეს უხილავთა, ამისდა გულსავსემყოფელად შეუდგის...
Acts 19:6
...სწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.
ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“, ; და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლ...