თარგმანი: დაღათუ ისწრაფდა თანა-წარსლვად, არამედ არცა ეგრეთ უღუაწად დაუტევნა ეფესელნი, არამედ მელიტონით მიავლინა და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. ხუცად უწოდდიან მაშინ ჯერეთ ეპისკოპოსთაცა და ეპისკოპოს — ხუცესთა, რამეთუ არღა მიეღო თჳსაგანი განრჩევაჲ სახელთა ამათ. ვინაჲცა აწ, მო-რაჲ-ვიდეს პავლესსა ეპისკოპოსნი და ხუცესნი ასიელთანი, მსგავსად სამოელისსა, ესეცა იჯმნის ერისაგან, და მათითავე მოწამედ შემოყვანებითა მოაჴსენებს მათ თჳსსა სიმდაბლესა ყოველთა მიმართ; რამეთუ იყვის ვინმე მდაბალ მაღალთა მიმართ და მაღალ — მდაბალთა; და კუალად, სხუაჲ მაღალთა მიმართ მაღლოინ, ხოლო მდაბალთა მიმართ დამდაბლდებინ. და ესევითართა არა მოუგიეს ყოველი სიმდაბლე, რამეთუ ესე არს მონებაჲ უფლისაჲ ყოვლითა სიმდაბლითა, რაჲთა სწორებით ყოველთა კაცთა მიმართ მდაბალ იყოს. ესრეთ უკუე მოციქულმან ყოველსა შინა სიმდაბლე თჳსი მსმენელთა მიერ წამებულ ყო, რაჲთა არცაღა ვინ სიტყუანი ესე აწინდელნი შეურაცხნეს მას ზუაობით სიქადულად. ამისსა შემდგომად ჭირთა თავს-დებასა და განსაცდელთა მოთმინებასა თჳსსა სახედ მოართუამს მათ, რაჲთა არა ხოლო სხუანი ჭირნი, არამედ თჳთ განყოფაჲცა ესე და ჯმნაჲ მისგან...
Acts 20:19
18. And when they were come to him, he said unto them, Ye know, from the first day that I came into Asia, after what manner I have been with you at all seasons,19. Serving the Lord with all humility of mind, and with many tears, and temptations, which befell me by the lying in wait of the Jews:20. And how I kept back nothing that was profitable unto you, but have shewed you, and have taught you publickly, and from house to house,
Acts თავი 20