მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 21:10

9. And the same man had four daughters, virgins, which did prophesy.10. And as we tarried there many days, there came down from Judaea a certain prophet, named Agabus.11. And when he was come unto us, he took Paul's girdle, and bound his own hands and feet, and said, Thus saith the Holy Ghost, So shall the Jews at Jerusalem bind the man that owneth this girdle, and shall deliver him into the hands of the Gentiles.
Acts თავი 21
10. And as we tarried there many days, there came down from Judaea a certain prophet, named Agabus.
თავი ლ̂. წინაჲსწარმეტყუელებაჲ აგაბოჲსი იერუსალემს შინა მოწევნადისათჳს ჭირისა კავლეს ზედა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაჲწარმეტყუელი სახელით აგაბოს და მოვიდა ჩუენდა. და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა, რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს ჰურიათა, და მისცენ იგი ჴელთა წარმართთასა (21,10-11).:

თარგმანი: ესე იგი აგაბოს არს, რომელმან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი კლავდის ზე კეისრისა. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარმედ დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელნი მრავალ იყვნენ, არამედ სულისა მიერ განეყოფვის რომელსამე ამის რაჲსმე წინა-მოსწავებაჲ და რომელსამე — ამის რაჲსმე. და არა ყოველნი სწორად ყოველსა რას წინაჲსწარმეტყელებენ, არამედ — რომელსაცა რომელი რაჲმე გამოეცხადოს სულისა მიერ. რაჲთა სცნა, ვითარმედ მისგან მიიღებენ და არა თავით თჳსით აქუს ძალი წინა-მხედველობისაჲ: ვითარ-ესე აწ მრავალ დღე დაყო პავლე კესარიას, სახლსა შინა ფილიპეს ასულთა ოთხთა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ არარაჲ ესევითარი წინა-მოასწავეს მისთჳს, ვითარ-ესე აგაბოს, ჰურიასტანით გარდამოსრულმან, მოასწავა სახითა მით სარტყლისაჲთა და შეკრვითა ჴელთა და ფერჴთა თჳსთაჲთა. ხოლო მრავალთა მიერ წინა-მოსწავებანი ესე პავლეს შემთხუევადისანი და ძმათა მიერ დაყენებისა მოსწრაფებანი ამისთჳს იქმნნეს, რაჲთა არა იძულებითად შეგერაცხოს, გესმოდის რაჲ პავლესაგან, ვითარმედ: კრული სულითა აღვალ იერუსალემდ; ვითარმცა მძლავრ მიიყვანებოდა, არამედ ნებსით ახოვნებით შეჰკადრებს ღუაწლთა სურვილითა ქრისტესთჳს ვნებისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის