მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 21:13

12. And when we heard these things, both we, and they of that place, besought him not to go up to Jerusalem.13. Then Paul answered, What mean ye to weep and to break mine heart? for I am ready not to be bound only, but also to die at Jerusalem for the name of the Lord Jesus.14. And when he would not be persuaded, we ceased, saying, The will of the Lord be done.
Acts თავი 21
13. Then Paul answered, What mean ye to weep and to break mine heart? for I am ready not to be bound only, but also to die at Jerusalem for the name of the Lord Jesus.
თავი ლ̂. წინაჲსწარმეტყუელებაჲ აგაბოჲსი იერუსალემს შინა მოწევნადისათჳს ჭირისა კავლეს ზედა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალემდ. მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ! სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა, რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა (21,12-13).:

თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ ნეტარო! ანდამატის-სახე განუკუეთელი ეგე სული შენი შეურვებულ იქმნებისა, მარადის განმზადებული ყოველთა ძჳრთა თავს-დებისათჳს? მოგჳგებს, ვითარმედ: ჰე, რამეთუ ყოვლისა მიმართ მზა ვარ უშიშად და სიმჴნით წინა-განწყობად, თჳნიერ ხოლო ცრემლთა და თანა-ლმობისა ძმათაჲსა. ესენი მძლევენ და მერევიან, რამეთუ ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა სიკუდილამდე ყოველსა ჭირსა წინა-განვეწყობოდით, ხოლო ძმათა თანა-ლმობასა ზედა მოვდრკებოდით ლმობიერად. ესე თქუა და თანა-ლმობაჲ აჩუენა. ხოლო არა-სმენითა მათისა დაყენებისაჲთა ჩუენ სახე მოგუცა, რაჲთა, რაოდენცა თანა-გუელმოდის მშობელთა და ძმათა ჩუენთა ტირილისათჳს, არამედ ნუვე დავეყენებით განსლვად მონაზონებად, გინა თუ სხუათა რათმე ჟამიერთა და სულიერთა ღუაწლთა შეკადრებად, რომელთაგან იგინი გუაყენებდენ ჩუენ.

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიყვარულის ძალა და სულის სიწმიდე:

...ვინც ყოველივე ამას, ხმელეთსა და ზღვას გაბედულად ხვდებოდა, ვინც ჯოჯოხეთის ალმასის კარიბჭეებს დასცინოდა და ვის წინაშეც საერთოდ ვერაფერი დგებოდა, როცა საყვარელ ადამიანთა ცრემლები იხილა, ასე გატყდა და დაიმუსრა ეს ალმასი, რომ ვერც კი დაფარა განცდა, არამედ მაშინვე თქვა: „რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა?" () რას ამბობ? მითხარი: იმ ალმასისებრი სულის შემუსვრა ცრემლმა შეძლო? დიახ, ამბობს იგი; რადგან ყოველივეს ვუძლებ, გარდა სიყვარულისა; ის მძლევს და მიპყრობს. ეს არის მოსაწონი ღმერთისთვის. წყალთა უფსკრულმა იგი ვერ შემუსრა, მცირე ცრემლებმა კი შემუსრა. „რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა?" () რადგან დიდია სიყვარულის ძალა.

გსურს კვლავ იხილო იგი, როგორ ტირის? მოისმინე, როგორ ამბობს იგი სხვაგან: **„ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით...

სრულად ნახვა