თარგმანი: ესე ყოველნი სიტყუანი ზემოჲთვე მეათცამეტესა თავსა შინა განგჳმარტებიან. მუნ ლუკაჲს მიერ თხრობილნი პავლეს მოქცევისათჳს, და აქა — ლუკაჲს მიერვე აღწერილნი, ხოლო პავლეს თქუმულნი ერისა მიმართ, რაჲთა არა აბრალობდენ მას ჰურიათა შჯულისა დატევებისათჳს, რამეთუ არა ცუდად შეიცვალა პირველისა შჯულისა მოშურნეობისაგან, არამედ ესოდენითა ამით ჩუენებითა და გამოცხადებითა უფლისაჲთა. ხოლო რაჲ-იგი წინა-აღმდგომად ჩანს ორთავე ამათ თხრობათა შინა, იგი მუნცა განჳმარტებია და აქაცა ვიტყჳთ; რამეთუ მუნ ლუკა იტყჳს, ვითარმედ: კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. და აქა პავლე წარმოიტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს, ხოლო ჴმაჲ არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ყავ ორთავე ამათ სიტყუათა ჭეშმარიტებაჲ: ორნი ჴმანი იყვნეს: პავლესი და უფლისაჲ, და სიტყჳსაებრ პირველ თქუმულისა, პავლესი ოდენ ჴმაჲ ესმოდა კაცთა მათ. ხოლო აწინდელისა ამისებრ სიტყჳსა, ჴმაჲ იგი უფლისაჲ არა ესმოდა, მეტყუელი პავლეს მიმართ. და კუალად, ორნი ხილვანი იყვნეს: ნათლისაჲ მის და თჳთ უფლისაჲ. ნათელსა მას ხედვიდეს...
Acts 22:14
13. Came unto me, and stood, and said unto me, Brother Saul, receive thy sight. And the same hour I looked up upon him.14. And he said, The God of our fathers hath chosen thee, that thou shouldest know his will, and see that Just One, and shouldest hear the voice of his mouth.15. For thou shalt be his witness unto all men of what thou hast seen and heard.
Acts თავი 22