მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 25:4

3. And desired favour against him, that he would send for him to Jerusalem, laying wait in the way to kill him.4. But Festus answered, that Paul should be kept at Caesarea, and that he himself would depart shortly thither.5. Let them therefore, said he, which among you are able, go down with me, and accuse this man, if there be any wickedness in him.
Acts თავი 25
4. But Festus answered, that Paul should be kept at Caesarea, and that he himself would depart shortly thither.
თავი ლ̂ვ. ფელიქსის ცვალებისა და ფესტოჲს მიერ განკითხვისათჳს პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თჳსსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა კესარიაჲთ იერუსალემდ. აუწყეს მას მღდელთ-მოძღუარმან და მთავართა ჰურიათასა პავლესთჳს, და ევედრებოდეს მას და ითხოვდეს მადლსა მისთჳს, რაჲთა მოუწოდოს მას იერუსალემდ და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად. ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ დამარხულ არს პავლე კესარიას და ვითარმედ ადრე ჰნებავს მას განსლვაჲ იერუსალემით. აწ უკუე, რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას (25,1-5).:

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ნერონის მიერ მოვლინებულ იყო ნაცვალად ფელიქსისა ფესტონ, ნათესავით პორკიონთაჲ, კაცი მომწყუედელი ყოველთა ავაზაკთა პალესტინისათაჲ, ვითარცა წამებს მისთჳს იოსიპპოს, და მოქმედი მშჳდობისაჲ ყოველსა მას შინა სამთავროსა თჳსსა, რომელმან-იგი, ვითარცა ბრძენმან და გამოცდილმან, მყის გულისჴმა-ყო ზაკუვაჲ იგი ჰურიათაჲ, და არა აღიყვანა პავლე იერუსალემდ, რამეთუ განგებამან საღმრთომან არწმუნა მას ესრეთ სიტყჳს-გებაჲ, ვითარმედ: აჰა კესარიას დამარხულ არს პავლე, და მე ადრე შთავალ კესარიად. რომელთა ძალ-გიც, მუნ მოვედით და შესწამეთ პირსა, რასაცა-იგი აქა ზრახავთ მისთჳს. ესრეთ საცნაურ იქმნა მისდა, ვითარმედ ესოდენ წყურიელ არიან სიკუდიდ მისსა, რომელ არცაღა ესოდენთა ჟამთა პყრობილებისა მისისათა არავე დამდოვრებულ იყო მძჳნვარებაჲ მათი მისთჳს, ვიდრეღა არათუმცა მალე აღსრულ იყო ფესტოს სამთავროჲთ თჳსით კესარიაჲთ იერუსალემდ, არამცა დაეცონა მყის შთასლვად მისსა გამოთხოვისათჳს პავლესსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის