მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 26:1

1. Then Agrippa said unto Paul, Thou art permitted to speak for thyself. Then Paul stretched forth the hand, and answered for himself:2. I think myself happy, king Agrippa, because I shall answer for myself this day before thee touching all the things whereof I am accused of the Jews:
Acts თავი 26
1. Then Agrippa said unto Paul, Thou art permitted to speak for thyself. Then Paul stretched forth the hand, and answered for himself:
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: ყოველთათჳს, რომელითა მაბრალობენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად. უფროჲსღა, რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი (26,1-3).:

თარგმანი: არა იტყვს, უბრძანეს რაჲ სიტყუად ვითარმედ: რაჲსა-ღა მკითხავთ, რაოდენ გზის განკითხულსა ამას და აწ კეისრისა წინაშე წარდგომად განმზადებულსა. არამედ, ვითარ-იგი ჩუენდა უსწავლიეს, თჳთცა მზა არს სიტყჳს-გებად ყოველთა, რაოდენნი რავდენ-გზისცა ითხოვდენ მისგან სიტყუასა. ამას თანა, არა ჰლიქნის, არამედ, ვითარცა მეცნიერისა მიმართ შჯულისა ძიებათაჲსა, ესრეთ წადიერ არს სიტყჳს-ყოფად აღრიპპაჲს მიმართ. ამისთჳს ნეტარ უწოდს თავსა თჳსსა, რამეთუ წინაჲსწარ ხედავს მტერთა მიერ წამებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარ-იგი თქუა აღრიპპა შემდგომად სმენისა პავლეს სიტყუათაჲსა, ვითარმედ: "მცირედღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად". ვინაჲცა აწ ითხოვს მოციქული სულგრძელებით სმენასა და იტყჳს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის