მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 7:3

2. And he said, Men, brethren, and fathers, hearken; The God of glory appeared unto our father Abraham, when he was in Mesopotamia, before he dwelt in Charran,3. And said unto him, Get thee out of thy country, and from thy kindred, and come into the land which I shall shew thee.4. Then came he out of the land of the Chaldaeans, and dwelt in Charran: and from thence, when his father was dead, he removed him into this land, wherein ye now dwell.
Acts თავი 7
3. And said unto him, Get thee out of thy country, and from thy kindred, and come into the land which I shall shew thee.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ (7,2-3).:

თარგმანი: ღმერთი დიდებისაჲ ითქუმის, რამეთუ არავისგან მოქენე არს იგი კაცობრივსა დიდებასა, რამეთუ თჳთ იგი არს ძირი და წყაროჲ ყოვლისა დიდებისაჲ. ამისთჳს არა ჴელით ქმნულთა ტაძართა სათნო-იყოფს, არცა შჯულიერისა მსახურებისაგან იდიდების. ხოლო ამისთჳს ზემო აბრაჰამისითგან იწყებს წინამძღუარი მოწამეთაჲ, რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ პირველ სჯულისა, სარწმუნოებითა ოდენ სათნო-ეყო ღმერთსა, და ვითარმედ არა იყო მაშინ ტაძარი და მსხვერპლები შჯულისაჲ, რაჟამს ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს. ამისთჳს, ოდესცა სთნდეს, არარათ ნივთთა მოქენე არს, არამედ თჳნიერ ტაძრისა და მსხუერპლთა, უსისხლოჲთა მსხუერპლითა ქებისა და აღსაარებისაჲთა განაგებს წყალობასა ჩუენსა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს წიგნი დაბადებისაჲ ქარანს შინა იტყჳს ჩუენებასა აბრაჰამისასა ღმრთისა მიერ და მუნით ბრძანებასა გამოსლვისასა, ხოლო სტეფანე — პირველ ქარანს დამკჳდრებისა, მუნვე შუამდინარეს, ქუეყანასა ქალდეველთასა? ცხად არს უკუე, ვითარმედ სტეფანე განგებულებითგან იწყებს, რამეთუ ესე წინაჲსწარი იყო განგებულებაჲ, ერთ-გზის ცვალებაჲ მათი სამკჳდრებელისაგან პირველისა. ხოლო წიგნი დაბადებისაჲ მას ჟამსა ოდენ იტყჳს, ოდეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის