მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 8:30

29. Then the Spirit said unto Philip, Go near, and join thyself to this chariot.30. And Philip ran thither to him, and heard him read the prophet Esaias, and said, Understandest thou what thou readest?31. And he said, How can I, except some man should guide me? And he desired Philip that he would come up and sit with him.
Acts თავი 8
30. And Philip ran thither to him, and heard him read the prophet Esaias, and said, Understandest thou what thou readest?
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით ღაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აღდგა და წარვიდა(8,26-27).

თარგმანი: იხილე, ვითარ ანგელოსნი დაღაცათუ არა თავით თჳსით უქადაგებენ კაცთა, არამედ ქადაგთა მიუვლინებენ, ვითარცა ყოვლით კერძო წადიერნი ცხორებად ჩუენდა. ხოლო დაღაცათუ ვიეთნიმე შჳდთა დიაკონთაგანად იტყჳან ამას ფილიპეს, არამედ მე უფროჲსღა ათორმეტთაგანად ვიტყჳ, რამეთუ იერუსალმით წარივლინა, სადა-იგი ათორმეტნი იყვნეს, და რამეთუ ამისსა ნათლის-ცემასა მყის შეუდგა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომელი-ესე ათორმეტთა თჳს-ეყვის. გარნა შენ ისწავე შეუორგულებელი მორჩილებაჲ სახისა ამისგან, ვითარ არღარას გამოიკითხავს ფილიპე, თუ: რაჲსათჳს წარმავლინებ; არამედ მყის შეუორგულებელად ისმენს სიტყუასა ანგელოზისასა, და წარჰვლის გზასა უდაბნოჲსასა, მიმყვანებელსა ღაზად, რომელი არს ქალაქი შესწავებული ქალაქთა შორის ფინიკიისათა, რომლისათჳს ზღაპრობენ, ვითარმედ დიოჲს მიერ აღიშენა და ამისთჳს ეწოდა ღაზა, რამო მუნ დაუტევნა დიო საჴმარნი თჳსნი, ხოლო საჴმართა სახელი სპარსთა ენითა ღაზა უწოდიან. ესე ქალაქი ღაზაჲ...

სრულად ნახვა
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ეთიოპელი საჭურისის მაგალითი:

...მგზავრებოდა, სადაც ტაძარი იდგა და იუდეური ღვთისმსახურება სრულდებოდა, რათა უფალს თაყვანი ეცა. და, როცა თავისი სურვილი აღასრულა, „მოქცეულ იყო, — ამბობს წერილი, — და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა".

2. ეთიოპელი საჭურისის მაგალითი

შემდეგ ფილიპე მივიდა მასთან და ეუბნება: „უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ" (). ხედავ გულმოდგინე სულს, რომელიც, წიგნში მოცემულს ვერ იგებდა, მაინც კითხვით იყო დაკავებული და სიხარულით ეძებდა მოძღვარს, რომელიც გააზრებაში დაეხმარებოდა? მოციქულმა თავისი კითხვით მაშინვე გააღვიძა მასში ეს სურვილი. ხოლო, რომ ის ღირსი იყო ხელმძღვანელის მიღებისა წიგნში მოცემულის გასაგებად, თავად მისი პასუხიდან ჩანს. როცა მოციქულმა, ღარიბულ შესამოსელში მისულმა, ჰკითხა: „უწყი-მეა?" — მან არ გაბრაზდა, უკმაყოფილება არ გამოიჩინა, არ გადაწყვიტა შეურაცხყოფილად ჩაეთვალა, როგორც ბევრ უგუნურ ადამიანთან ხდება, რომლებიც ხშირად მზად არიან სამუდამოდ უცოდინრობაში დარჩნენ, ვიდრე თავიანთი არცოდნა აღიარონ და მათგან ისწავლონ, ვისაც მათი სწავლება შეუძლია. მაგრამ ეს ადამიანი ასეთი არ იყო; არა, ის უპასუხებს სრული სიმშვიდითა და პატივისცემით, რითაც თავისი სულის მდგომარეობას გამოავლენს: **„და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, — ამბობს, — არა თუ ვინმე იყოს წინა...

სრულად ნახვა