მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 8:33

32. The place of the scripture which he read was this, He was led as a sheep to the slaughter; and like a lamb dumb before his shearer, so opened he not his mouth:33. In his humiliation his judgment was taken away: and who shall declare his generation? for his life is taken from the earth.34. And the eunuch answered Philip, and said, I pray thee, of whom speaketh the prophet this? of himself, or of some other man?
Acts თავი 8
33. In his humiliation his judgment was taken away: and who shall declare his generation? for his life is taken from the earth.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა საშჯელი მისი მოეღო, ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს? რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი (8,32-33).:

თარგმანი: მადლისა მიერ საღმრთოჲსა იქმნა დამთხუევაჲ იგი საჭურისისაჲ ამას თავსა საკითხავისასა, მქადაგებელსა ქრისტეს ვნებათა და აღდგომისასა, რამეთუ ჭეშმარიტად ევნებოდა და არა უთქუმიდა, იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, არამედ, ვითარცა ცხოვარი, უჴმობელად შეუდგა დაკლვად მიმყვანებელთა თჳსთა, რომელი-იგი სახედ ცხოვარისა სამთა ნიჭთა მოგუცემს ჩუენ: ნათლის-ღებისა სამოსელსა — მატყლისა წილ, და ჴორცსა და სისხლსა - ჴორცისა წილ, ხოლო შვილებისა მადლსა — კრავისა წილ, და თჳთ იგი თავადი არს კრავ, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა, რომელი არასადა ჴმობდა ცილისმწამებელთა მიმართ წინაშე პილატესსა, მსგავსად კრავისა, რომელი დუმს წინაშე მრისუველისა, დაღაცათუ მატყლისა თანა ჴორციცა ოდესმე შეჰკუეთოს საპარსველმან მან. ესრეთ უკუე "საშჯელი მისი მიეღო" რამეთუ არასადა იპოვა მშჯავრი სიმართლით ბჭობისაჲ მსაჯულთა მათ თანა სიცრუვისათა, რომელნი განიკითხვიდეს მას. ხოლო თესლ-ტომი მისი ესრეთ მიუთხრობელ არს, რამეთუ ღმერთი არს მიუწთომელი და ძე ღმრთისაჲ, რომლისა არსებაჲ მიუთხრობელ და გამოუთქუმელ არს, დაღაცათუ კაცობრივ აღიწერების ტომისაგან დავითისსა და აბრაჰამისსა. და კუალად, ესე არს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის