...ბა?“** (ამასვე ამბობდნენ წინასწარმეტყველებიც: „რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.“ () და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () — რადგან იგი უბრალოდ ამ დღის მოსურნეებს კი არ გულისხმობს, არამედ მათ, ვისაც ეს ურწმუნოების გამო სურს; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა“ ()); ამიტომ თქვა პავლემ ასე.
და იხილე, როგორ ანუგეშებს მათ, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეთა კეთილდღეობას იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ დადგება; რადგან სწორედ ასე დადგება იგი. თუმცა ისიც უნდა გამოვიკვლიოთ: თუკი ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“ (), მაშინ მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი? რადგან ეს მოვლენები, როგორც მისი მოსვლის ნიშნები, შეუძლებელს გახდიდა ამ...