...ია 5:19) და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () — რადგან იგი უბრალოდ ამ დღის მოსურნეებს კი არ გულისხმობს, არამედ მათ, ვისაც ეს ურწმუნოების გამო სურს; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა“ ()); ამიტომ თქვა პავლემ ასე.
და იხილე, როგორ ანუგეშებს მათ, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეთა კეთილდღეობას იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ დადგება; რადგან სწორედ ასე დადგება იგი. თუმცა ისიც უნდა გამოვიკვლიოთ: თუკი ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“ (), მაშინ მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი? რადგან ეს მოვლენები, როგორც მისი მოსვლის ნიშნები, შეუძლებელს გახდიდა ამ დღის უცნობად დარჩენას. მაგრამ პავლე ამ ჟამს არ მიანიშნებს — ანტიქრისტეს ჟამს ვგულისხმობ; არც იმას ამბობს, რომ ის დღე ქრისტეს მოსვლის ნიშანი იქნება, არამედ იმას, რომ ქრისტე ნიშნით კი არ მოვა, არამედ უცაბედა...