თარგმანი: ეპაფრას მიეთხრა მოციქულისადა ყოველი ჰამბავი კოლასელთაჲ, ვინაჲცა ამას აყუედრებს, ვითარმედ: მე მასმიოდა თქუენთჳს ქრისტე იესუჲს მიმართ ოდენ ქონებაჲ სარწმუნოებისაჲ. ხოლო აწ არა უწყი, თუ ვითარ ანგელოზნი შეგირაცხიან ღმრთისა მიმართ მიმყვანებელად, დამვიწყებელთა ესაიაჲს თქუმულისათა, ვითარმედ: "არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი" (). ამისთჳს სარწმუნოებაჲ, რომელ არს ღმრთად აღსაარებაჲ, ესე ქრისტესა განუკუთნა, თანა მამით და სულითურთ, ხოლო წმიდათა მიმართ ზოგად სიყუარული, ვითარცა ჩუენ თანავე მსახურთა მეუფისათა, რამეთუ ყოველთავე მის თავადისა მიერ მოგუეცემის სასოებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისაჲ, რომლისა მიერ არა გჳჴმს სულმოკლებაჲ აქათა ამათ ჭირთა შემთხუევისათჳს, ვინაჲთგან უწყნით იგინი მომატყუებელ მერმისა განსუენებისა.
Colossians 1:4
3. We give thanks to God and the Father of our Lord Jesus Christ, praying always for you,4. Since we heard of your faith in Christ Jesus, and of the love which ye have to all the saints,5. For the hope which is laid up for you in heaven, whereof ye heard before in the word of the truth of the gospel;
Colossians თავი 1