მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Daniel 3:17

16. Shadrach, Meshach, and Abednego, answered and said to the king, O Nebuchadnezzar, we are not careful to answer thee in this matter.17. If it be so, our God whom we serve is able to deliver us from the burning fiery furnace, and he will deliver us out of thine hand, O king.18. But if not, be it known unto thee, O king, that we will not serve thy gods, nor worship the golden image which thou hast set up.
Daniel თავი 3
17. If it be so, our God whom we serve is able to deliver us from the burning fiery furnace, and he will deliver us out of thine hand, O king.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...მაგრამ სამნი ყრმანი ასეთნი არ ყოფილან; მაშ, როგორნი იყვნენ? მოისმინე, როგორ ეუბნებიან ისინი მეფეს: „რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.“ () „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ () ხედავთ, რამდენი სარგებელია და ამაზე მეტიც, აღსასრულის უცოდინრობისაგან? ამჟამად კი ამის შესასწავლად ესეც კმარა.

ამიტომ ის დღე მოდის „ვითარცა მპარავი ღამისაჲ“ (): რათა თავი ბოროტებისაკენ არ წავიყვანოთ, არც უდებებაში ჩავიგდოთ, და ჩვენი ჯილდო არ მოგვეკვეთოს. ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ რაღას იძიებთ ზედმეტს, თუ დარწმუნებულნი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...უწყებულ იყავნ შენდა, მეფეო ნაბუქოდონოსორ, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ და კერპსა მას ოქროჲსასა, რომელი შენ აღჰმართე, არა თაყუანის-ვსცემთ“. ხოლო პირველ თქუეს: „რამეთუ არს ღმერთი ცათა შინა, რომელსა ვჰმსახურებთ, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა“. რაჲსათჳს სიმრავლესა ამას გჳჩუენებ, რასა საჴუმილითა მით ცეცხლისაჲთა მექადი, რაჲსათჳს მახჳლთა ლესულთა წინამიყოფ, რაჲსათჳს მტარვალთა მესისხლეთა წარმოგჳდგინებ? ამის ყოვლისა უძლიერეს არს და უმაღლეს ღმერთი ჩუენი, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა საჴუმილისა მისგან ცეცხლისა აღგზებულისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნეს ჩუენ, მეფე. ამას ზედა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ნუუკუე ეგრეთ ინებოს ღმერთმან, რაჲთა დაიწუნენ, და თქუან სადმე ურჩულოთა მათ, თუ ვტყუოდეთ, ანუ თუ ვერ ძალ-ედვა ღმერთსა ჩუენსა ჴსნაჲ ჩუენი; ამისთჳს შესძინეს და თქუეს: „უკუეთუ არა, უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ“. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მიჴსნას საჴუმილისა მისგან და ჴელთაგან შენთა, მადლი სახიერებასა მისსა, და თუ არა ინებოს ჴსნაჲ, არამედ დავიწუნეთ, ეგრეთცა არავე ვჰმსახურებთ ღმერთთა შენთა. რამეთუ რასა...

სრულად ნახვა