მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Daniel 3:18

17. If it be so, our God whom we serve is able to deliver us from the burning fiery furnace, and he will deliver us out of thine hand, O king.18. But if not, be it known unto thee, O king, that we will not serve thy gods, nor worship the golden image which thou hast set up.19. Then was Nebuchadnezzar full of fury, and the form of his visage was changed against Shadrach, Meshach, and Abednego: therefore he spake, and commanded that they should heat the furnace one seven times more than it was wont to be heated.
Daniel თავი 3
18. But if not, be it known unto thee, O king, that we will not serve thy gods, nor worship the golden image which thou hast set up.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
16. სათნოების არჩევა ღმერთისთვის და არა საზღაურისთვის:

..., არამედ ყოველივეს სულიერი სიბრძნით იტანდა და მომხდარში ერთი ნუგეში ჰქონდა: ეს ყველაფერი ღვთის ცოდნით ხდებოდა. როგორც სამი ყრმაც ამბობდა: „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ (); ხოლო თუ ვინმე მათ ეტყოდა: „და რომელი სასოებით კვდებით?“ რას მოელით, ან რას ესავთ სიკვდილის შემდეგ, ცეცხლის შემდეგ, რადგან აღდგომის მოლოდინი ჯერ კიდევ არ იყო? მაშინ მოისმენდა პასუხს: „ჩვენთვის უდიდესი საზღაური სწორედ ეს არის — ღმერთისთვის სიკვდილი“; ასე დავითიც უდიდეს ნუგეშად მიიჩნევდა ამას: ღმერთმა იცოდა ეს ყველაფერი და მაინც არ აბრკოლებდა.

რადგან შეყვარებულიც კი ათასგზის აირჩევდა, სატრფოსთვის სიცოცხლე გაეწირა, თუმცა სიკვდილის შემდეგ მისგან არაფერს მოელოდა. ასევე ჩვენც გვმართებს, ყველაფერი დავითმინოთ არა სასუფევლის მოლოდინით და არც მომავალ სიკეთეთაგან რომელიმეს სასოებით, არამედ თვით ღმერთისთვის. მაგრამ მრავალნი ისე დაცემულნი და მოდუნებ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.“** () „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ () ხედავთ, რამდენი — და ამაზე მეტი — სარგებელი მოაქვს აღსასრულის უცოდინრობას? ჯერჯერობით კი ამის ცოდნაც კმარა.

ამიტომაც მოდის ისე, „ვითარცა მპარავი ღამისაჲ“ (): რათა თავი ბოროტებას არ მივცეთ, არც უდებებას, და ჩვენი ჯილდო არ მოგვეკვეთოს. რადგან ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ, რაღას იძიებთ ზედმეტად, თუკი დარწმუნებულნი ხართ? ხოლო რომ მომავალი დღე უცნობია, ქრისტეს ნათქვამიდან ისწავლე; და რომ სწორედ ამისთვის თქვა, მოისმინე, რას ამბობს: **„იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა და სახე იობისგან:

...ოციქულთა, - სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: სახელისა ჩემისათჳს არსო ესე ყოველი თქუენ ზედა, - მას ესე არა აქუნდა.

საკჳრველ არიან სამნი იგი ყრმანი, რამეთუ შეჰკადრეს ალსა მას ცეცხლისასა და მძლავრსა მას წინააღუდგეს. არამედ ისმინე, რასა ეტყჳან: „ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთო და ხატსა მას ოქროჲსასა არა თაყუანის-ვსცემთ“. ხოლო ესე დიდი ნუგეშინის-ცემაჲ იყო, რომელ იცოდეს, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის, რაჲცა შეემთხჳოს. გარნა იობ არა იცოდა, თუ საქმე იგი გამოცდაჲ იყო და ბრძოლაჲ. უკუეთუმცა იცოდა, ყოვლადვე არამცა შეჰრაცხა განსაცდელი იგი.

ამისთჳსცა ოდეს-იგი ჰრქუა უფალმან: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რაჲმე გამოგეცხადე შენ? არამედ რაჲთა გამოსჩნდე მართლად“, იხილე, ვითარ ერთისა მისთჳს სიტყჳსა ესრეთ განისუენა სულმან მისმან: შეურაცხ-ყო თავი თჳსი და ყოველივე იგი, რაჲ შემთხუეულ იყო, არარად შეჰრაცხა. ამისთჳს იტყოდა: „ჰამბვით მესმინა შენთჳს ყურთა ჩემთა პირველ, ხოლო აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავდენ და შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“.

ამას უკუე ესევითარსა სიმჴნესა, ამას ესევითარსა გონიერებასა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო, რომე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...ქმნეს, არამედ ყოველივე იგი შეჰრაცხეს, ვითარცა სამღერელი ყრმათა მცირეთაჲ, და ღაღატ-ყვეს ჴმაჲ იგი სანატრელი, უძლიერეს ჴმისა მის საყჳრთა და ნესტუთასა, და თქუეს: „უწყებულ იყავნ შენდა, მეფეო ნაბუქოდონოსორ, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ და კერპსა მას ოქროჲსასა, რომელი შენ აღჰმართე, არა თაყუანის-ვსცემთ“. ხოლო პირველ თქუეს: „რამეთუ არს ღმერთი ცათა შინა, რომელსა ვჰმსახურებთ, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა“. რაჲსათჳს სიმრავლესა ამას გჳჩუენებ, რასა საჴუმილითა მით ცეცხლისაჲთა მექადი, რაჲსათჳს მახჳლთა ლესულთა წინამიყოფ, რაჲსათჳს მტარვალთა მესისხლეთა წარმოგჳდგინებ? ამის ყოვლისა უძლიერეს არს და უმაღლეს ღმერთი ჩუენი, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა საჴუმილისა მისგან ცეცხლისა აღგზებულისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნეს ჩუენ, მეფე. ამას ზედა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ნუუკუე ეგრეთ ინებოს ღმერთმან, რაჲთა დაიწუნენ, და თქუან სადმე ურჩულოთა მათ, თუ ვტყუოდეთ, ანუ თუ ვერ ძალ-ედვა ღმერთსა ჩუენსა ჴსნაჲ ჩუენი; ამისთჳს შესძინეს და თქუეს: „უკუეთუ არა, უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ“. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მიჴსნ...

სრულად ნახვა