...მომიყიდნა თანამდებნი წყევისანი წყევისაგან შჯულისა, რაჟამს სასყიდლად მისცა თჳთ მის, არა-თანამდებისაჲ წყევასა, თავისა თჳსისაჲ შეყვანებაჲ წყევასა ქუეშე. ხოლო სხუებრისა წყევისა თანამდებ ვიყვენით ჩუენ, მისსა, რომელი-იგი იტყჳს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსავე წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა" (), და ქრისტე ამის წყევისაგან თავისუფალ იყო; რამეთუ გარდასლვაჲ შჯულისაჲ ცოდვაჲ იყო, ხოლო "ქრისტემან ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა" (). ვინაჲცა, ვითარცა-იგი სიკუდილისა თავსდებაჲ საჴმარ იქმნა მისსა, ჴსნად ჩუენდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო დაჴსნად წყევისა, ამისთჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ არა თანამდებ იყო წყევისა, ჯუარცუმისა იგი წყევაჲ ანაცვალა წყევასა ცოდვისა მის შჯულისა გარდასლვისასა, რამეთუ ძელსა დამოკიდებულისათჳსცა თქუმულ იყო: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (), რაჲთა თავს-დებითა წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა გამომიჴსნნეს ჩუენ წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, და ესრეთ მიიტაცა პატიჟი ჩუენი, ვითარ-იგი თანამდებსა ვისმე სიკუდილისასა ენაცვალის ვინმე სიკუდიდ, ყოვლად არ...