მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Deuteronomy 32:15

14. Butter of kine, and milk of sheep, with fat of lambs, and rams of the breed of Bashan, and goats, with the fat of kidneys of wheat; and thou didst drink the pure blood of the grape.15. But Jeshurun waxed fat, and kicked: thou art waxen fat, thou art grown thick, thou art covered with fatness; then he forsook God which made him, and lightly esteemed the Rock of his salvation.16. They provoked him to jealousy with strange gods, with abominations provoked they him to anger.
Deuteronomy თავი 32
15. But Jeshurun waxed fat, and kicked: thou art waxen fat, thou art grown thick, thou art covered with fatness; then he forsook God which made him, and lightly esteemed the Rock of his salvation.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლოთობის ზიანი და მარხვის კურთხევანი (2:16-17):

...ობისგანგან? ნახე, როგორ საღვთო წერილიც შემდგომში მუდმივად გმობს მეინახეობას და ამბობს – ერთგან: „და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად" (), ხოლო სხვაგან: „ჭამა... განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა... და განუდგა" (). სოდომის მცხოვრებლებმაც ამით, სხვა დანაშაულთა გარდა, ღვთის შეუწყნარებელი რისხვა დაიმსახურეს. მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ესე უსჯულოებაჲ სოდომისა... სისავსითა პურისაჲთა... ნუკვეულობდა" (). ეს მანკიერება თითქოს ყველა ბოროტების წყარო და ფესვია.

3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში

ხედავ თავშეუკავებლობის ზიანს? ახლა მარხვის კეთილმყოფელ ნაყოფს შეხედე. ორმოცი დღე მარხვაში გაატარა რა, დიდი მოსე ღირსი შეიქნა სჯულის ფიცართა მიღებისა; ხოლო როდესაც მთიდან ჩამოვიდა და ხალხის ურჯულოება დაინახა, ასეთი შრომით მიღებული ფიცრები გადააგდო და დაამსხვრია, რადგან შეუფერებლად მიიჩნია უფლის მცნებათა გადაცემა ლოთობასა და ურჯულოებაში მყოფი ხალხისთვის. ამიტომ ამ საკვირველ წინასწარმეტყველს კიდევ ორმოცი დღე მარხვა დასჭირდა, რათა კვლავ ღირსი ყოფილიყო ზეგარდმო მიეღო და ხალხისთვის მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნე ქებაჲ მონაზონთაჲ, რომელნი მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა სასჯელისასა:

...ჳს ვითარცა აღჳრსა რასმე ძლიერსა წინაუყოფენ გონებათა თჳსთა სიტყუასა ამას, რაჲთა ჟამსა ამას განსუენებისასა ჟამი იგი სასჯელისაჲ მოაჴსენონ მას. რამეთუ იციან, რაჲ-იგი შეემთხჳა ისრაჱლსა ჭამისაგან, ვინაჲთგან არა აქუნდა ჴსენებაჲ მის ჟამისაჲ, ვითარცა წერილ არს: „ჭამა იაკობ, გან-ძღა. და შესტრიობდა საყუარელი იგი“; ამისთჳსცა მოსე იტყოდა: „რაჟამს სჭამო და განსძღე, მოიჴსენე უფალი ღმერთი შენი“. (2 სჯ. 6); (11-12); (8,10) რამეთუ მათ ჭამეს რაჲ და განძღეს, მაშინ საქმენი იგი უშჯულოებისანი აღასრულნეს.

იხილე უკუე შენცა, კაცო, ნუუკუე ესევითარი რაჲმე შეგემთხჳოს. დაღაცათუ არა ქვათა და ძელთა უზორო, არცა კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისათა დაუკლა ცხოარი და ზროხაჲ, არამედ ეკრძალე, ნუუკუე გულისწყრომასა უზორო, ნუუკუე გულისთქუმასა სიძვისასა მსხუერპლად მისცე ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, გინა თუ სხუათა მათ მრავალფერ-თა ვნებათა ჰმსახურო. ამისთჳსცა მოღუაწენი იგი და მუშაკნი სათნოებისანი ესევითართა მათ კაპანთაგან და საფრჴეთა ძრწიან და ჟამსა მას ტაბლისასა, უფროჲსადღა ვთქუა, თუ მარხვისასა (რამეთუ ტაბლაჲ მათი მარხვაჲვე არს), საშინელსა მას სასჯელსა და დღესა მას მეორედ მოსლვისასა აჴსენებენ და შიშითა მით სულთა თჳსთა განაკრძალებენ. ხოლო უკუ...

სრულად ნახვა