📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).
მაშინ, ოდეს-იგი ჰრქუა მას პეტრე: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე“,1 და შეჰრისხნა მას უფალმან, არა კმა-ყო შერისხვითა მით ხოლო, არამედ ინება უმეტესითა სიმტკიცითა გამოჩინებად სარგებელი იგი, რომელი მისისა მის ვნებისაგან ყოფად იყო; თქუა ესრეთ, ვითარმედ: შენ მეტყჳ მე, ჵ პეტრე: შენდობა იყავნ შენდა, არა იყოს ეგრე; ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: არა ხოლო თუ ესე სავნებელ არს შენდა და ყოველ-თათჳს და წარსაწყმედელ, უკუეთუ ჩემი ჯუარ-ცუმაჲ არა აღესრულოს, არამედ უკუეთუ შენცა არა განმზადებულ იყო მარადის სიკუდილად, ვერვე ჴელ-გეწიფების ცხორებასა საუკუნოსა შესლვად.
რამეთუ ენება მათდა გულისჴმის-ყოფად, რაჲთა არა უღირსად მისა და შეურაცხებად ჰგონებდენ ჯუარ-ცუმასა. ამისთჳს, ვითარცა იოვანეს თავსა წერილ არს, ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“.2 ხოლო აქა უმეტესისა დამტკიცებისათჳს, არა ხოლო თავისა თჳსისათჳს იტყჳს, თუ ჯერ-არს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, არამედ მათცა ამასვე აწუევს და გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ უკუეთუ არა მზა იყვნენ სიკუდილად, არა კეთილ არს ესე მათთჳს. ამისთჳს იტყჳს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვად“. ჰხედავა, ვითარ ნეფსითსა ეძიებს მისლვასა? არა თქუა, თუ: გნებავს თუ გინა არა, ესე თანაგაც თავს-დებად, არამედ: „რომელსა ჰნებავსო შემდგომად ჩემსა მოსლვად“. არა ვაიძულებ, არცა უნებლებით მოვიზიდავ, არამედ კაცად-კაცადი უფალ მიქმნიეს ნებისა თჳსისა; ამისთჳს ვიტყჳ: „რომელსა ჰნებავს“. რამეთუ კეთილისა მიმართ მოუწოდ, არა თუ სატანჯველთა მიმართ და განსაცდელთა, რაჲთამცა ვაიძულებდი. კეთილისა მიმართ მოუწოდ, საუკუნოჲსა და წარუვალისა, ამისთჳსცა მას უწოდ, რომელსა ენებოს. რამეთუ ნუ ჰგონებთ, თუ ესე არსო შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, რომელსა აწ იქმთ, მოწაფენო ჩემნო, და შემოდგომილ ხართ ჩემდა; სხუანი უმეტესნი შრომანი და ჭირნი ჯერ-არიან თქუენდა მოთმინებად, რომელთაცა გნებავს სრულიად შედგომად ჩემდა.
და შენ, პეტრე, ნუ მოელი ამისთჳს ხოლო გჳრგჳნსა, რომელ-ესე აწ ძედ ღმრთისა აღმიარე, ვითარმცა ესე ოდენ კმა იყო შენდა ცხორებად, და ჰგონებდიმცა, თუ ყოველივე აღგისრულებიეს, რაჲ-იგი ჯერ-იყო შენდა ქმნად.
1 მათ.16,22. 2 იოან. 12,24.
რამეთუ შემძლებელ ვარ, ვითარცა ძე ღმრთისაჲ, რაჲთამცა ყოვლადვე არა მოუშუენ მოსლვად შენ ზედა განსაცდელთა და ჭირთა სოფელსა ამას შინა, არამედ არა მნებავს ესე შენისავე უმჯობესისათჳს, რაჲთა გამოჩნდეს შენიცა ნაყოფიერებაჲ და სიკეთე გონებისაჲ, და იპოო გამოცდილ ჭეშმარიტებით. რამეთუ რომელნიცა უმეტესად მიყუარან, მათიცა მნებავს, რაჲთა უმეტესად თავით თჳსით აჩუენონ სიქველე და ახოვნებაჲ, და არა იყოს ყოველი საქმე მათი ჩემისა ხოლო მადლისა და შეწევნისაგან, არამედ მათიცა სიკეთე საცნაურ იქმნეს. ხოლო სიტყუაჲ ესე დაღაცათუ მათა მიმართ იყო, არამედ ყოველნივე კაცნი შორის შემოიყვანნა და ყოველთა მიმართ თქუა: რომელსა ჰნებავსო, გინა მამაკაცსა, გინა დედაკაცსა, მდიდარსა ანუ გლახაკსა, მთავართა და შეურაცხთა, ყოველსავე კაცსა, რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, ამით წესითა მოვიდოდენ, ვითარცა ვთქუ.
და ჩანს სიტყუაჲ ესე, თუ ერთ არს, არამედ სამი სახე აქუს: „უარ-ყავნო თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“. აჰა ესერა სამი სახე შემოიღო. და ორნი იგი მახლობელ არიან ურთიერთას, ხოლო მესამე ესე თჳსაგან განჩინებულ არს.
ვიხილოთ უკუე პირველად, თუ რაჲ არს უარ-ყოფაჲ თავისა თჳსისაჲ. ვისწაოთ, თუ რაჲ არს უარ-ყოფაჲ სხჳსაჲ, და მერმე ვცნათ, თუ რაჲ არს უარ-ყოფაჲ თავისა თჳსისაჲ. რაჲ არს უკუე უარ-ყოფაჲ სხჳსაჲ?
რომელმან უარ-ყოს გინა თუ მოყუასი, გინა თუ მონაჲ, გინა თუ თჳსთაგანი ვინმე, მიერითგან გინა თუ იხილოს იგი დილეგსა შინა, ანუ თუ ტანჯვასა, ანუ თუ სიყმილსა, ანუ რომელსაცა ჭირსა შინა, არარაჲ ელმინ მისთჳს, არცა შეეწევინ, რამეთუ ერთგზის უცხოქმნილ არნ მისგან და არცა ერთიღა აქუნ მისთჳს ზრუნვაჲ. ეგრეთ უკუე გუამცნებს უფალი ყოფად ჩუენდა ჴორცთა მიმართ ჩუენთა, რაჲთა არა ვჰრიდებდეთ მათ, არცა გუეწყალოდინ, გინა თუ სდევნიდენ ვიეთნიმე, გინა თუ იტანჯებოდინ, გინა თუ დაიწუებოდინ, ანუ თუ რაჲცა რაჲ შეემთხუეოდის, არა ვჰრიდებდეთ. რამეთუ ოდეს ესრეთ ურიდად ვექცეოდით და უწყალოდ, იგი არს ჭეშმარიტი რიდობაჲ და წყალობაჲ. ვითარცა მშობელნი მაშინ გამოჩნდიან ჭეშმარიტად მწყალობელ შვილთა თჳსთა, ოდეს სწავლისათჳს და წურთისა კეთილისა არა ჰრიდებდენ. ეგრეთვე ქრისტე გჳბრძანებს ჩუენ.
და არა თქუა: ნუ ჰრიდებნ თავსა თჳსსა, არამედ უმეტესი და უმტკიცესი სიტყუაჲ განაჩინა: „უარ-ყავნო თავი თჳსი“. ესე იგი არს: ნუმცა რაჲ აქუს ზიარებაჲ ჴორცთა მიმართ თჳსთა, არამედ მიეცინ ღუაწლად და ჭირად და ტანჯვად. და ესრეთ იყავნ იგი, ვითარმცა სხუასა ვისმე ელმოდა და არა ჴორცთა მისთა, რამეთუ ესე არს უარ-ყოფაჲ.
„და აღიღენ ჯუარი თჳსი“. ესე მისგან იქმნების, უარ-ყოფისაგან თავისა თჳსისა იქმნების აღებაჲ ჯუარისა. რამეთუ ესე სიტყუაჲ თქუა, რაჲთა არა ჰგონებდე, თუ უარ-ყოფაჲ თავისა თჳსისაჲ ვიდრე მოთმინებადმდე სიტყუათა შეურაცხებისა და ყუედრებისათა ჯერ-არს. ამისთჳს გუასწავა, თუ სადამდე ჯერ-არს უარ-ყოფაჲ თავისა თჳსისაჲ, ესე იგი არს, სიკუდილადმდე, და სიკუდილად შეურაცხად და საჭიროდ.
და არა თქუა: უარ-ყავნ თავი თჳსი ვიდრე სიკუდილადმდე, არამედ: „უარ-ყავნო თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი“. ესე იგი არს, სიკუდილი იგი შეურაცხი თავს-იდევინო გუემითა და ტანჯვითა; და არა თუ ერთგზის ანუ ორგზის, არამედ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა გჳჴმს ესრეთ ყოფად, რამეთუ სამარადისოდ გჳბრძანებს ამის სიკუდილისა ტჳრთვად ჩუენ ზედა.
ვითარ არს სამარადისოდ ტჳრთვაჲ სიკუდილისა მის? ესე იგი არს, რაჲთა ვითარცა კაცი რომელი დამსჭუალულ არნ ძელსა ზედა, ვერღარა ჴელ-ეწიფებინ ცოდვად, ეგრეთ უცხო ვიქმნეთ ჩუენ ცოდვათაგან და მზა ვიყვნეთ მარადღე სიკუდილად სახელისათჳს უფლისა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოელად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ“.1 ეგრეთ გჳღირს, ვიდრეღა ცხორებასა ამას შინა ვიყვნეთ, მოკუდინებაჲ თავ-თა ჩუენთაჲ ცოდვისაგან და მერმე მზად-ყოფაჲ სიკუდილად ქრისტესთჳს, ოდესცა მოიწიოს ჟამი მისთჳს სიკუდილისა ვითარითაცა სახითა.
რამეთუ ვინაჲთგან მრავალთა შეურაცხ-ყვნეს საფასენი და შუებაჲ და დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, ხოლო სიკუდილისა შეურაცხებად ვერ უძლეს, არამედ შეშინდეს მისგან, ამისთჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ: მე ესრეთ მნებავს, რაჲთა მოღუაწენი ჩემნი ვიდრე სიკუდილადმდე და დათხევადმდე სისხლისა მჴნდებოდინ ჩემთჳს, დაღაცათუ სიკუდილი მოიწიოს მათ ზედა, და სიკუდილი შეურაცხი და ყოველთა მიერ საყუედრელი. და ვითარცა ძჳრისმოქმედნი მოსწყდებოდინ, ყოველივე მოითმინონ ახოვნად და ესრეთ სიხარულით შემომიდგენ მე.
რამეთუ არიან მრავალნი ჭირსა და ძჳრის-ხილვასა და ტანჯვასა შინა, გარნა არა შეუდგან ქრისტესა, ოდეს ტანჯვაჲ იგი არა მისთჳს იყოს. რამეთუ ავაზაკთა და მპარავთა და გრძნებისა მოქმედთა მრავალი ძჳრი და მრავალი ტანჯვაჲ შეემთხუევის, არამედ არაჲ აქუს ნაწილი ამას სიტყუასა თანა.
ხოლო რაჲთა არა ჰგონებდე, თუ კმა არს ძჳრის-ხილვაჲ ოდენ, ამისთჳს შესძინა და გუასწავა წესი იგი ძჳრის-ხილვისაჲ, თუ ვითარსახედ ჯერ-არს. ესე იგი არს, რაჲთა ღუაწლი იგი და ძჳრის-ხილვაჲ შედგომითა უფლისაჲთა იყოს, რაჲთა მისთჳს გევნებოდის ყოველივე, რაჲთა სხუანიცა სათნოებანი გაქუნდენ, რამეთუ ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, თუ: „შემომიდეგინ მე“. რაჲთა არა ახოვნებაჲ ხოლო ღუაწლთა შინა აქუნდეს მოღუაწესა მას ღმრთისმსახურებისასა, არამედ სიწმიდეცა და სიმდაბლე და სიყუარული
1 რომ. 6,11.
და ყოველივე სათნოებაჲ, რამეთუ ესე არს ჯეროვანი შედგომაჲ უფლისაჲ: ერთად, რაჲთა სათნოებანი მოიგნეს, და მეორედ, რაჲთა ძჳრის-ხილვაჲ და ჭირი ქრისტესთჳს შეემთხუეოდის. რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი ეშმაკისადა შედგომილ არიან, და ფრიადი ღუაწლი შეემთხუევის, და მისთჳს დასდებენ სულთა.
ხოლო ჩუენ ქრისტესთჳს მოვითმენთ და უფროჲსღა თავთა ჩუენ-თათჳს და ცხორებისა ჩუენისათჳს. მათ აქაცა ევნების და მუნცა, ხოლო ჩუენ ორკერძოვე სარგებელ გუეყოფის: აქა სიწმიდით მოქალაქობაჲ, და მუნ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
ვითარ უკუე არა ფრიადისა უგუნურებისა საქმე არს, რომელ არცა თუ ესოდენსა ვაჩუენებთ ახოვნებასა ქრისტესთჳს, რავდენსა იგინი წარწყმედისათჳს. და ჩუენ გუქონან აღთქუმანი საუკუნეთა მათ კეთილთანი და თანაშემწედ გუაქუს ქრისტე, ხოლო მათ არარაჲ ესევითარი აქუს ყოვლადვე, და ეგრეთცა ვიპოებით ჩუენ უდებ და დაჴსნილ.
ვისმინოთ უკუე ბრძანებაჲ უფლისაჲ და ყოვლითა გულითა შეუდგეთ მას, ვითარცა იტყჳს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვად, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“.
ესე სწავლაჲ ზემოცა თქუა, ოდეს-იგი ეტყოდა: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოართა შორის მგელთა“,1 და შემდგომი ამისი. არამედ აწ უმეტესად უბრძანა და სრულებისა გზაჲ უჩუენა, რამეთუ მაშინ სიკუდილი ხოლო მიუთხრა, რომელი შემთხუევად იყო მათდა სახელისა მისისათჳს, ხოლო აქა ჯუარიცა აჴსენა, და ჯუარი სამარადისოჲ. „აღიღენო ჯუარი თჳსი“, ესე იგი არს, მარადის ვნებანი ქრისტესნი ეტჳრთნედ თავსა შორის თჳსსაო. და ჯუარცუმულ იყავნ ახოვნებითა მით გონებისაჲთა, რომელსაცა სწადის მოწაფე-ყოფად უფლისა.
რამეთუ ესე წესი არს სწავლათა უფლისათაჲ, რაჲთა არა ყოველივე სისრულისა საზომი პირველითგან ასწაოს, არამედ მცირედ-მცირედ აღიყვანნეს სიმაღლესა სრულებისასა. ვისმინოთ უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ, ვითარ წარმოიტყჳს მისაგებელსა მასცა ახოვნებისასა და განსაცდელსა მასცა დაჴსნილთა და უდებთასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“ (16,25-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: არა თუ უწყალოებისა თქუენისათჳს გეტყჳ ესრეთ, არამედ
1 მათ. 10,16.
რომელ-იგი ფრიად მეწყალით და მიყუართ. რამეთუ მამასაცა რომელი უყუარნ შვილი, სწავლინ და კეთილსა ზედა აიძულებნ. უკუეთუ არა ესრეთ იქმოდის, უფროჲსღა სძულს მას შვილი იგი და არა უყუარს. და ერისთავმან უკუეთუ ჟამსა ბრძოლისასა მჴედარნი თჳსნი შეაყენნეს სახლსა, დაუგოს ტაბლაჲ და ასუმიდეს ღჳნოსა სიმთრვალედ, იგი არა მოყუარე არს მათი, არამედ წარმწყმედელი, რამეთუ მოვიდიან მბრძოლნი და პოვნიან იგინი განუმზადებელად, და არასადაჲთ გამოჩნდის ახოვნებაჲ მათი.
ამისთჳსცა, რაჲთა არა ესევითარი შეგემთხჳოს თქუენ, ჯერ-არს სამარადისოჲსა სიკუდილისა მიმართ განწყობაჲ თქუენი, რამეთუ აწცა ბრძოლაჲ ეგულების მოსლვად სასტიკი. ნუმცა ვინ უკუე მოწაფეთა ჩემთაგანი უდებებით იქცევის, არამედ განვედინ ბრძოლად; უკუეთუ ბრძოლასა მას შინა მისცეს სული თჳსი სიკუდილად, და იგიცა, რომელი ყოველთა უპატიოსნეს არს მისა, ჩემისა სიყუარულისათჳს წარიწყმიდოს და ჴელთა სიკუდილისათა მისცეს, მაშინღა აცხოვნოს იგი სრულიად.
რამეთუ უკუეთუ ბრძოლათა მათ შინა სოფლიოთა რომელი განმზადებულ იყოს უშიშებით ბრძოლად და არა ჰრიდებდეს სიკუდილსა, იგი არს ქებულ უფროჲს ყოველთა და უცთომელ (და რაჲ არს მისი იგი საქმე? შე-რაჲ-ვიდეს განწყობილსა მას მბრძოლთასა და მოკუდეს, ძალ-უცა მეფესა კუალად აღდგინებაჲ მისი, რომლისათჳს ღუაწლი იგი აღესრულა? ნუ იყოფინ! და ეგრეთცა საქებელვე არს და საწადელ ყოველთა მიერ ახოვნებაჲ მისი და სიკუდილისაგან უშიშობაჲ), რავდენ უკუე უმეტესად სულიერსა ამას მჴედრობასა შინა, სადა-ესე სასოებაჲ აღდგომისაჲ უტყუელი არს. რომელმან მისცეს სული თჳსი სიკუდილად, მან ჭეშმარიტად აცხოვნოს იგი, რამეთუ უაღრესსა მას სანატრელსა ცხორებასა შეიყვანოს.
ხოლო ვინაჲთგან თქუა: „რომელსა უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, ამან პოოს იგი“; და მუნ ცხორებაჲ თქუა და წარწყმედაჲ, და აქა - ცხორებაჲ და წარწყმედაჲ; რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ სწორ არს ესე ცხორებაჲ და იგი, და ესე წარწყმედაჲ და იგი, არამედ გულისჴმა-ყოს, ვითარმედ ესოდენი განყოფილებაჲ არს მის ცხორებისაჲ და წარმავალისა ამის ცხორებისაჲ, რაოდენ განყოფილ არს ცხორებაჲ სიკუდილისაგან, ამის-თჳს წინააღმდგომისა ამის კერძისაგან საცნაურ-ჰყოფს ამას და იტყჳს: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?“ ჰხედავა, თუ ვითარ უჯეროჲ იგი და უწესოჲ ცხორებაჲ უძჳრეს არს ყოვლისა წარწყმედისა და უკურნებელ? რამეთუ არ-ღარაჲ იპოების გამომჴსნელ მისა, შთავარდეს რაჲ წარწყმედასა. რამეთუ ნუ ჰგონებ, თუ რომელი სიკუდილსა ესევითარსა განერეს, მან განარინა სული თჳსი; არამედ თქუ ესეცა, თუ განრომასა მას თანა სიკუდილისასა ყოველიცა სოფელი შეიძინოს, რაჲ უკუე სარგებელ ეყოს ამის ყოვლისაგან, ვინაჲთგან საუკუნოსა წარსაწყმედელსა მიეცეს? რამეთუ უკუეთუ იხილნე მონანი შენნი შუებასა შინა და განსუენებასა და შენ სიყმილი-თა მოსწყდებოდი, იყომცა რაჲა სარგებელ შენდა სახელი უფლებისაჲ? ნუ იყოფინ! ეგრეთვე არს სული; ოდეს ჴორცნი შუებასა და განცხრომასა შინა იყვნენ და იგი თანამდებ იყოს საუკუნოჲსა მის წარწყმედისა და მას მოელოდის, რაჲ სარგებელ არს მისდა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“ არა თუ სხუაჲ სული აქუს, თუმცა იგი მისცა. რამეთუ საფასენი თუ წარწყმიდნეს, კუალად სხუანი იპოებიან, გინა თუ სახლი, გინა თუ საცხოარი, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე, ყოვლისა ნაცვალი იპოების. ხოლო სული თჳსი თუ წარიწყმიდოს, სხუაჲ სული არა ეპოების, რაჲთამცა მისცა ცხოვნებული. დაღაცათუ ყოველი სოფელი აქუნდეს, დაღაცათუ მეფე იყოს ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვერ ჴელ-ეწიფების სულისა ერთისა მოგებაჲ, დაღაცათუ ჴელმწიფებაჲ აქუნდეს ყოვლისა სოფლისა მიცემად. და რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ სულისათჳს ესრეთ ვიტყჳ, ვინაჲთგან ჴორცთათჳსცა ესრეთვე არს? რამეთუ დაღაცათუ ყოვლისა სოფლისა მეფე ვინ იყოს და აქუნდეს გუამი ბუნებით უძლური და სენიანი, ვერ ძალ-უც სხჳსა მრთელისა გუამისა მოგებად, დაღაცათუ მრავალნი გუამნი და ქალაქნი და ქუეყანანი მისცნეს სასყიდლად. ეგრეთვე სულისათჳს გულისჴმა-ყავ, და უფროჲს ყოვლისა - სულისათჳს.
ამისთჳს უგულებელს-ყავ ყოველივე და სული თჳსი იღუაწე, კაცო, რაჲთა არა მოიგო იგი კნინსა ამას ჟამსა და საუკუნოდ წარსწყმიდო; რამე-თუ რომელმან ჰრიდოს მას ქრისტესთჳს მიცემად სიკუდილდ, მან საუკუნოდ წარიწყმიდოს, ხოლო რომელმან წარიწყმიდოს იგი ამას საწუთროსა, ესე იგი არს, არა ჰრიდოს სიკუდილდ მიცემაჲ სახელისათჳს ქრისტესისა, მან პოოს იგი სასუფეველსა ცათასა.
და ამის სიტყჳსა განმარტებაჲ ვრცელადრე ზემოთა მათ სიტყუათა შინა მითქუამს, არამედ აწ ამას ვიტყჳ: გულისჴმის-ყოფით ყურად-იღეთ კაცად-კაცადმან სიტყუანი უფლისანი და ეკრძალენით წარწყმედასა სულისასა, რამეთუ არად სარგებელ არს სიმდიდრე სოფლისაჲ და დიდებაჲ კაცობრივი და შუებაჲ ჴორცთაჲ, უკუეთუ სული წარწყმედილ იყოს და ბევრეულთა ბოროტთაგან შებღალულ.
ამისთჳსცა იტყჳს უფალი: „რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“ ჭეშმარიტად არარაჲ იპოების ნაცვალად მისა.
აწ უკუე, მორწმუნენო, იგი შევიკრძალოთ, იგი ვიღუაწოთ, მისი ცხორებაჲ საძიებელ იყავნ ჩუენდა, და მისისა წარწყმედისაგან განრინებაჲ ყოვლითავე ღონის-ძიებითა მოვიპოოთ. რამეთუ განმზადებულ არს მო-ღუაწეთათჳს ღმრთისმსახურებისათა სასუფეველი ცათაჲ და ნიჭნი იგი მიუთხრობელნი, ვითარ-იგი ცოდვილთათჳსცა განწესებულ არს მისაგებელი. ამისთჳსცა უფალმან ვინაჲთგან სიტყუანი ესე საშინელნი წარმოთქუნა, მერმე შემდგომითა ამით სიტყჳთა ნუგეშინის-სცემს მოღუაწეთა თჳსთა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (16,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ერთ არს დიდებაჲ მამისა და ძისაჲ, რამეთუ არა თქუა, თუ: მოსლვად არს ესევითარითა დიდებითა, ვითარი მამისაჲ არს, რაჲთამცა შეცვალებაჲ რაჲმე ვინ უძლო მოგონებად, არამედ: მოსლვად არსო დიდებითა მამისაჲთა, რომელ-ესე სრულიადსა მას და განუყოფელსა ერთობასა აჩუენებს, ყოვლადვე შეუცვალებელსა. ხოლო ვინაჲთგან დიდებაჲ ერთ არს, ეგრეთვე ბუნებაჲ ერთ არს; ერთი ძალი, ერთი არსებაჲ, ერთი დიდებაჲ, ერთი ბუნებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.
რაჲსათჳს უკუე გეშინისო, ჵ პეტრე, სიტყჳსა ამისგან, თუ: ჯერ-არს ჩემდა ვნებაჲ და სიკუდილი? გულისჴმა-ყავ, რამეთუ მოსლვად ვარ მიუთხრობელითა მით და კაცთაგან მოუგონებელითა დიდებითა. მაშინ მიხილო მე და განჰკჳრდე, - იტყჳს უფალი, - მაშინ თქუენცა იდიდნეთ დიდებითა საუკუნოჲთა და ჩემ თანა იხარებდეთ. რამეთუ არა თუ საქმე თქუენი ამას საწუთროსა თანა განქარვებად არს, არამედ ფრიად უაღრესსა და უკუდავსა და საუკუნესა დიდებასა მიმავალ ხართ, ოდესიგი მოვიდე დიდებითა მით მამისაჲთა და მივაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
სწავლაჲ ნე ქებაჲ მონაზონთაჲ, რომელნი მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა სასჯელისასა
ხოლო ამათ სიტყუათა იტყოდა უფალი არა ამისთჳს ხოლო, რაჲთა მოაჴსენოს ცოდვილთა სატანჯველი, არამედ უფროჲსად, რაჲთა მოაჴსენოს მართალთა ნიჭნი იგი და გჳრგჳნნი საუკუნონი და ახაროს გულსა მოღუაწეთასა ჴსენებითა კეთილთა მათ წარუვალთაჲთა. ხოლო მე ვძრწი, ოდეს სიტყუანი ესე მესმოდინ, რამეთუ არა მათგანი ვარ, რომელნი გჳრგჳნთა მოელიან, არამედ რომელნი სატანჯველთა ღირს არიან. ამისთჳს ვძრწი და მეშინის და ვჰგონებ, თუ სხუანიცა მრავალნი არიან ზიარ ჩემდა შიშისა ამის და ძრწოლისა და ურვისა. რამეთუ ვინმცა იყო აწ ჩუენგანი, რომელსა ესმნესმცა სიტყუანი ესე და შევიდამცა გონებასა თჳსსა და მოიჴსენნა საქმენი თჳსნი და არამცა შეშინდა და შეძრწუნდა და გულისჴმა-ყო, ვითარმედ ჭეშმარიტად ჩუენდა უფროჲსად საჴმარ არს შემოსაჲ ძაძისაჲ და მარხვაჲ ფრიადი, ვიდრეღა მაშინ ერისა მის ნინეველთაჲსა; რამეთუ არა არს ქადაგებაჲ ესე დაქცევისათჳს ქალაქისა ერთისა და სიკუდილისათჳს ბუნებით თანანადებისა, არამედ სატანჯველთათჳს საუკუნეთა და ცეცხლისათჳს უშრეტისა. ამისთჳსცა ვაქებ მონაზონთა მათ, განშორებულთა სოფლისა ამისგან და დამკჳდრებულთა უდაბნოთა შინა და მთათა და ჴურელთა ქუეყანისათა, ვაქებ მათ ყოვლისავე მისთჳს საღმრთოჲსა მოქალაქობისა მათისა და, უფროჲსად, რომელ მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა მის სასჯელისასა, და რომელ სიტყუაჲ ესე დაუვიწყებელად პირთა შინა მათთა არს.
და რად ვთქუა სხუათა მათთჳს ჟამთა, ოდეს ლოცვასა შინა იყვნენ, გინა თუ წურთასა გონებისასა? რამეთუ იგი ჟამნი ყოველნივე გლოითა და ტირილითა აღესრულებიან მათ მიერ; გარნა იგი მებრ ვაჴსენო ჟამი, ოდეს სერობად დასხდენ და საზრდელი მიიღონ. რამეთუ მათ შორის სამხრობაჲ და სადილობაჲ არაოდეს არს, არამედ ყოვლადვე სერობაჲ ოდენ, რამეთუ იციან, ვითარმედ გლოისა და მარხვისაჲ არს ჟამი ესე. ამისთჳს ყოვლადვე იმარხვენ მწუხრადმდე, გარეშე მათსა, რომელნი ორ-ორით და სამ-სამით და შჳდეულით იმარხვენ; გარნა განწესებული იგი და განჩინებული ყოველთა ჩუეულებაჲ ვთქუა. რაჟამს ჟამსა სერობისასა საზრდელი მიიღონ და აღდგენ, მეყსეულად გალობასა მადლობისასა შესწირვენ ღმრთისა და ამათ სიტყუათა მარადის აჴსენებენ, რომელნი აწ აღმოვიკითხენით სახარებისაგან.
და უკუეთუ გნებავს სმენაჲ გალობისაჲ მის, რაჲთა თქუენცა ისწაოთ და იტყოდეთ, მე ყოველივე წარმოგითხრა თქუენ; რამეთუ ესევითარითა სიტყჳთა შეწყობილ არს გალობაჲ იგი წმიდაჲ:
„კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან, რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ჴორციელსა. აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გუაქუნდეს და ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად. გევედრებით შენ, აღმავსენ ჩუენ სულითა წმიდითა, რაჲთა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“.
ღირს არს უკუე ყოვლისავე ამის გალობისა ქებაჲ და საკჳრველებაჲ ძალსა ზედა მცირეთა მათ სიტყუათასა. ხოლო უფროჲს ყოვლისა აღსასრული მისი განსაკჳრვებელ არს და სავსე სარგებელითა.
რამეთუ ვინაჲთგან ტაბლაჲ და ჭამადი დაამძიმებს გონებასა, ამისთჳს ვითარცა აღჳრსა რასმე ძლიერსა წინაუყოფენ გონებათა თჳსთა სიტყუასა ამას, რაჲთა ჟამსა ამას განსუენებისასა ჟამი იგი სასჯელისაჲ მოაჴსენონ მას. რამეთუ იციან, რაჲ-იგი შეემთხჳა ისრაჱლსა ჭამისაგან, ვინაჲთგან არა აქუნდა ჴსენებაჲ მის ჟამისაჲ, ვითარცა წერილ არს: „ჭამა იაკობ, გან-ძღა. და შესტრიობდა საყუარელი იგი“;1 ამისთჳსცა მოსე იტყოდა: „რაჟამს სჭამო და განსძღე, მოიჴსენე უფალი ღმერთი შენი“.2 რამეთუ მათ ჭამეს რაჲ და განძღეს, მაშინ საქმენი იგი უშჯულოებისანი აღასრულნეს.
იხილე უკუე შენცა, კაცო, ნუუკუე ესევითარი რაჲმე შეგემთხჳოს. დაღაცათუ არა ქვათა და ძელთა უზორო, არცა კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისათა დაუკლა ცხოარი და ზროხაჲ, არამედ ეკრძალე, ნუუკუე გულისწყრომასა უზორო, ნუუკუე გულისთქუმასა სიძვისასა მსხუერპლად მისცე ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, გინა თუ სხუათა მათ მრავალფერ-თა ვნებათა ჰმსახურო. ამისთჳსცა მოღუაწენი იგი და მუშაკნი სათნოებისანი ესევითართა მათ კაპანთაგან და საფრჴეთა ძრწიან და ჟამსა მას ტაბლისასა, უფროჲსადღა ვთქუა, თუ მარხვისასა (რამეთუ ტაბლაჲ მათი მარხვაჲვე არს), საშინელსა მას სასჯელსა და დღესა მას მეორედ მოსლვისასა აჴსენებენ და შიშითა მით სულთა თჳსთა განაკრძალებენ. ხოლო უკუეთუ მათდა საჴმარ არს ჴსენებაჲ მის დღისაჲ, რომელნი მარხვი-თა და ლოცვითა და მღჳძარებითა და შემოსითა ძაძისაჲთა და ჴმელსა ზედა წოლითა და სხჳთა ბევრეულითა ღუაწლითა შეჭურვილ არიან, რაჲ ვთქუა ჩუენთჳს, რომელნი-ესე ტაბლათა დავაგებთ ბევრეულითა სანოაგითა სავსეთა, და უფროჲსღა ვთქუა, თუ ბევრეულითა სულისა ვნებითა, და არცა დაგებისა ჟამსა, არცა აკრებისა აღვასრულებთ ლოცვასა ანუ მადლობასა. ამისთჳს გამცნებ, საყუარელნო, რაჲთა გალობაჲცა იგი სულიერი კაცად-კაცადმან ისწაოთ და ჴსენებაჲ საღმრთოთა მათ სიტყუათაჲ და საშინელისა მის დღისაჲ გულსა შინა თქუენსა დაიდვათ და ფრიადიცა შუებაჲ და განცხრომაჲ მოიწყჳდოთ, რაჲთა წესი იგი და მსგავსებაჲ ანგელოზთა მობაძავთაჲ მათ სახლთა შინა თქუენთა აღესრულებოდის. კაცად-კაცადი უკუე, აღდგეს რაჲ ტაბლისაგან, ამათ სიტყუათა იტყოდენ გულისჴმის-ყოფით: „კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო“. რამეთუ ესე მოციქულისა მიერ განწესებულ არს, რომელი იტყჳს: „ყოველსავე, რასაცა ვიქმოდით სიტყჳთ გინა საქმით, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ვიქმოდით და ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა მის მიერ“.3
ხოლო მადლობაჲ იგი არა მის ოდენ დღისათჳს აღესრულების, რომელსა შინა ვიყვნეთ, არამედ ყოვლისავე ცხორებისა ჩუენისათჳს, რამეთუ ესრეთ იტყჳს გალობაჲ იგი: „რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან“.
1 2 სჯ. 32,15. 2 2 სჯ. 6; 11-12; 8,10. 3 კოლ. 3,17.
და ესეცა სწავლაჲ არს ფრიადისა გულისჴმის-ყოფისაჲ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ჯერ-არს ზრუნვაჲ, ვინაჲთგან ღმერთი არს მზრდელი და მოღუაწე ჩუენდა. უკუეთუმცა მეფემან უქადა ვის მარადღე სამეუფოთა საგანძურთაგან მიცემად საზრდელისა, არამცა უზრუნველ იყოა იგი მინდობითა სიტყუასა მას მეფისასა? რავდენ უფროჲსად ჩუენ გჳღირს უზრუნველობაჲ, რომელთა-ესე ღმერთი მოგუცემს დღითი-დღედსა საზრდელსა. რამეთუ ამისთჳს მოღუაწენი იგი ესრეთ გალობენ, რაჲთა თავთაცა თჳსთა და მოწაფეთაცა მოძღურებისა მათისათა ასწაონ დატევებად ყოვლისავე სოფლიოჲსა ზრუნვისა. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა თავთა თჳსთათჳს ხოლო შესწირვენ მადლობასა მას, არამედ ყოვლისა სოფლისათჳს, ამისთჳს იტყჳან: „რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ჴორციელსა“.
იხილეა მადლობითა ამით ვითარ მცნებასაცა სიყუარულისასა აღასრულებენ და ზრუნვისაცა სიმძიმესა განაგდებენ და ასწავებენ თავთა თჳსთა, ვითარმედ რომელ-იგი ყოველსა ჴორციელსა ზრდის, ვითარმცა არა გამოზარდნა, რომელნი-იგი მისა შევედრებულ არიან და ზრუნვათაგან სოფლისათა განშორებულ არიან?
ვითარცა-იგი უფალი ბრძანებს, ვითარმედ: „მიხედენით ფრინველთა ცისათა და შროშანთა ველისათა“.1 უკუეთუ მათ იღუწის ღმერთი, არა უფროჲსად თქუენ გიღუაწნესა?
ისმინეთ უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ გალობისაჲ მის: „აღავსენო სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი“. რომელსა-მე სიხარულსა იტყჳან? ნუუკუე ჴორციელსა ამას და სოფლიოსა ითხოენა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა ამისა სურვიელ იყვნეს, არამცა დაეტევა სოფელი და აღსრულ იყვნეს მთათა და უდაბნოთა და შეემოსა ძაძაჲ; არამედ მას სიხარულსა ითხოვენ, რომელსა არცა ერთი აქუს ზიარებაჲ სოფელსა ამას თანა - სიხარულსა მას ანგელოზთასა, სიხარულსა ზეცისასა. და არა ესრეთ ლიტონად ითხოენ მას, არამედ ფრიადითა სიმტკიცითა, რამეთუ არა იტყჳან, თუ: მოგუეც, არამედ: „აღავსენო გულნი ჩუენნი“, რამეთუ ნაყოფი სულისაჲ არს სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ.
ვინაჲთგან ცოდვამან მწუხარებაჲ შემოიღო გულად კაცთა, ამისთჳს ევედრებიან, რაჲთა სიხარული იგი სიმართლისაჲ დაენერგოს გულთა მათ-თა, რამეთუ თჳნიერ სიმართლისა ჭეშმარიტი სიხარული არა იქმნების.
„რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველი უნაკლულოდ გუაქუნდეს და ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“.
გულისჴმა-ყავთ, ვითარ სიტყუასა მას სახარებისასა აღასრულებენ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“.2 ეგრეთვე მის სიტყჳსაებრ ითხოენ ბუნებითსა საჴმარსა ჴორცთასა, და ამასცა სულიერისავე წესისათჳს ითხოენ. ამისთჳსცა იტყჳან: „რაჲთა ვჰმა-
1 შდრ. მათ. 6, 26,28. 2 მათ. 6,11.
ტებდეთო ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“. ესე იგი არს, რაჲთა არა მას ხოლო ვიქმოდით, რომელი თანაგუაც ქმნად, არამედ უმეტესსაცა; რამეთუ ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, თუ: „ვჰმატებდეთ“.
იხილე გალობაჲ კაცთა წმიდათაჲ. ღმრთისაგან ითხოენ საჴმარსა ბუნებითსა ზომით, ხოლო თავთა თჳსთაჲ ჰნებავს, რაჲთა გარდამატებულად აღასრულებდენ ყოველსა კეთილისსაქმესა. ესე საქმე არს ჭეშმარიტთა მონათა ღმრთისათაჲ, ესე გულისსიტყუაჲ არს მოღუაწეთა სრულთაჲ.
მერმე კუალად მოაჴსენებენ თავთა თჳსთა უძლურებასა მას კაცობრივსა, და ვითარმედ თჳნიერ ზეგარდამოჲსა შეწევნისა ვერცა ერთისა კე-თილისა შემძლებელ არიან ქმნად. ამისთჳს თქუან რაჲ: „რაჲთა ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“, მეყსეულად დაურთვენ: „ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
სწორად დაწყებისა ჰყოფენ აღსასრულსა და კუალად მასვე პირსა მადლობისასა იწყებენ, ვითარცა პავლეცა იქმს მრავალგზის; რამეთუ დაწყებასა ებისტოლისასა ესრეთ თქუა გალატელთა მიმართ: „ნებითა ღმრთისა და მამისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.1
და მეყსეულად მასვე პირსა იწყო, რომლისათჳს იტყოდა.
და კუალად ჰრომაელთა მიმართ მისწერს: „ჰმსახურესო დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამენ“.2
და არა აღასრულა ამას ზედა ებისტოლე იგი, არამედ კუალად იწყო მასვე პირსა.
ამისა მსგავსად ღმრთისმოყუარენიცა იგი იქმან, რამეთუ შეწირონ რაჲ მადლობაჲ იგი და დიდებაჲ წმიდისა სამებისაჲ, კუალად იტყჳან: „დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად“; რამეთუ არა დიდთა ხოლო საქმეთათჳს, არამედ მცირეთათჳსცა ჯერ-არს მადლობაჲ. ამისთჳს ნეტარნიცა იგი ჰმადლობენ მოცემისა მის-თჳს ჭამადთაჲსა, რაჲთა არცხჳნონ წვალებასა მას მანიქეველთასა, რომელნი ცხორებასა ამას ბოროტად სახელ-სდებენ. და რაჲთა ფრიადისა მის მარხვისათჳს ვერვინ თქუას, თუ ჭამადნი ღმრთისა მიერ მოცემულნი საძაგელად შეურაცხიან მსგავსად ვიეთმე მწვალებელთა, ამისთჳს მადლობისა ამის მიერ გამოაჩინებენ, ვითარმედ არა სიძაგულითა ღმრთისა მიერ დაბადებულთა ჭამადთაჲთა განყენებულ არიან მათგან, არამედ წესისა მისთჳს მარხვისა. ხოლო შეწირონ რაჲ მადლობაჲ მიცემულთა მათ-თჳს კეთილთა, არა კმა-ჰყოფენ მას ოდენ, არამედ უმეტესსა და უზეშ-
1 გალ. 1,4-5. 2 რომ. 1,25.
თაესსა ეძიებენ და იტყჳან: „აღმავსენ ჩუენ სულითა წმიდითა“. რამეთუ არცა შესაძლებელ არს წარმართებაჲ კეთილსა შინა, რომელი არა აღივსოს მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა და შეწევნითა ქრისტესითა. ამის-თჳსცა, ვითარცა-იგი თქუეს რაჲ, თუ: „ვჰმატდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“, შესძინეს: „ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა“, ეგრეთვე აქა იტყჳან: „აღმავსენ ჩუენ სულითა წმიდითა, რაჲთა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“.
არა იტყჳან: რაჲთა არა ვიტანჯნეთ, არამედ: რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთო. რამეთუ ესე ფრიად უსაშინელესად უჩნს, ვიდრეღა გეჰენიაჲ იგი ცეცხლისაჲ, ფრიად უმწარესად შეურაცხიეს სირცხჳლი იგი და გამოვრდომაჲ პირისაგან ღმრთისა და დიდებისა მისგან სანატრელისა. ამის-თჳს ორივე აჴსენეს: სირცხჳლიცა და მისაგებელიცა საქმეთაებრ, „რაჲთა ვიპოვნეთო წინაშე შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“.
იხილეა, რაოდენ სარგებელ მეყო ჩუენ გალობისა ამისგან მოქალაქეთა მათ უდაბნოჲსათა, და უფროჲსად ვთქუა, თუ მოქალაქეთა ზეცისათა? რამეთუ ჩუენ უცხო ვართ ცათაგან და მოქალაქენი ქუეყანისანი, ხოლო იგინი უცხო და მწირ არიან ქუეყანასა ზედა და მოქალაქობაჲ აქუს ცათა შინა.
ხოლო შემდგომად ამის გალობისა აღივსებიან ფრიადითა ლმობიერებითა და მჴურვალითა ცრემლითა და ესრეთ დადგებიან ლოცვათა ღამისათა. და შემდგომად დიდისა შრომისა და მრავლისა ცრემლთა დათხევისა მივლენ კაცად-კაცადი ადგილსა განსუენებისა მათისასა და, მცირედ რაჲ მიიძინიან ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა, კუალად აღდგიან და ღამენი დღე ყვნიან გალობითა და ლოცვითა.
ამას ესევითარსა წესსა არა ხოლო თუ მამანი იქმან, არამედ დედანიცა მრავალნი, რომელნი-იგი უძლურებასა მას ბუნებისასა სიმრავლითა მით გულსმოდგინებისაჲთა მძლე ექმნებიან. აწ უკუე ჩუენცა შევიკდიმოთ ესევითარისა მის ახოვნებისა და სათნოებისაგან და დავსცხრეთ ამაოებისა ამისგან და შექცევისაგან საწუთროჲსა, აჩრდილთა და სიზმართა უუძლურესისა; დავსცხრეთ შუებათა და ფუფუნებათაგან ჴორციელთა; ვიწყოთ ძიებად კეთილთა მათ წარუვალთა და ცხორებისა მის დაუსრულებელისა. რამეთუ შესაძლებელ არს, უკუეთუ გუენებოს, სოფელსაცა შინა ბაძვაჲ მეუდაბნოეთაჲ სათნოებითა, ვითარცა-იგი მოციქულთა ზე, რომელთა პირველ შეიწყნარეს ქადაგებაჲ მათი, დაღაცათუ ქალაქთა შინა მკჳდრ იყვნეს, არამედ სათნოებითა უაღრეს მეუდაბნოეთასა იყვნეს. და წინაჲსწარმეტყუელთა მრავალთა ცოლ ესუა, ვითარ-იგი ესაიას და ეზეკიელს და დიდსა მას მოსეს, არამედ არა ეცა სათნოებასა მათსა დაბრკოლება ამის ჯერისაგან. ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ მოსწრაფე და ღმრთისმოყუარე ვინ იყოს, შესაძლებელ არს სოფელსაცა შინა წარმართებაჲ სათნოებისაჲ; ხოლო რომელი ხედვიდეს თავსა თჳსსა, ვითარმედ სოფელსა შინა ვერ აღასრულებს მცნებათა ღმრთისათა, არამედ ცოდვათა ერევის, ისმინენ მან ზემოწერილი იგი სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“1 ესე სიტყუაჲ გულად შეიღენ და სულისა თჳსისა ცხორებაჲ იძიენ.
ჰე, ძმანო, გლოცავ თქუენ, ვჰბაძევდეთ მოქმედთა სათნოებისათა, ვჰმადლობდეთ ღმერთსა მარადის, უგალობდეთ მას დაუცხრომელად, შევიკრძალოთ სიწმიდე სულისა და ჴორცთაჲ და სხუანი იგი სათნოებანი, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა ღმრთისა და მამისა დიდებაჲ, პატივი და დიდადშუენიერებაჲ ყოვლადწმიდით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 16,26.