თარგმანი: ქრისტემან, რომლისა მიერ მამამან შექმნნა საუკუნენი, მის მიერ მომემადლების ჩუენ ნიჭი ესე, რომელი-იგი მიგჳყვანებს ჩუენ ღმრთისა მამისა, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რომლისა მიერ მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ და მოსლვაჲ მინდობით სარწმუნოებითა მისითა. ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა ვითარცა ტყუეთა შიშით და ძრწოლით მიგჳყვანებს მამისა, რაჲთა მიგუჴადოს პატიჟი პირველ ქმნულთა ცოდვათაჲ, არამედ პირველად განგუამართლებს სარწმუნოებითა თჳსითა და განგუბანს ბიწისაგან პირველ ქმნულთა ბრალთაჲსა, სისხლითა მით ჩუენთჳს დათხეულითა, და ესრეთღა კადნიერებით მიგჳყვანებს მამისა, ვითარცა მინდობით გულპყრობილთა მის მიერ მიმთხუევისათჳს ნიჭთა და მადლთა სულისა წმიდისათა.
Ephesians 3:12
11. According to the eternal purpose which he purposed in Christ Jesus our Lord:12. In whom we have boldness and access with confidence by the faith of him.13. Wherefore I desire that ye faint not at my tribulations for you, which is your glory.
Ephesians თავი 3