მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 3:2

1. For this cause I Paul, the prisoner of Jesus Christ for you Gentiles,2. If ye have heard of the dispensation of the grace of God which is given me to you-ward:3. How that by revelation he made known unto me the mystery; (as I wrote afore in few words,
Ephesians თავი 3
2. If ye have heard of the dispensation of the grace of God which is given me to you-ward:
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მომართ (3,1-2).:

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველთა მეუფისაჲ წარმოთქუა, აწ თავისაცა თჳსისასა წარმოუთხრობს, ვითარმედ: "იგი ჯუარს-ეცუა თქუენთჳს, ხოლო მე, აჰა ესერა, შეკრულ ვარ მისთჳს და სიკუდიდ განმზადებულ", რამეთუ რაჟამს ებისტოლესა ამას წერდა, კრულებათა შინა იყო; რაჲსაღამცა სხჳსათჳს, თჳნიერ წარმართთა ქადაგებისათჳს, რომელი-ესე წინაჲსწარ ჰრქუა ღმერთმან ანანიას, ვითარმედ: "ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი ჩემდად, რაჲთა ეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე წარმართთა" (), რომლისათჳსცა ზეგარდამო წოდებითა და დაბრმობითა თუალთაჲთა ქმნილსა მოქცევასა თჳსსა უწოდს, არა მოღუაწებად მადლისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განგებულებად მადლისა; რამეთუ არა კაცთა მიერ განისწავლა, არამედ ქრისტეს მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: "შორიელთა მიმართ წარმართთა მიგავლინებ შენ" ().

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...რება შენი ძალით კი არ განსაჯო, არამედ ღვთის ძალით; რადგან შენი წილია არჩევა და მოწადინება, ღვთისა კი — შემსუბუქება და დაცხრობა. შემდეგ მისი ძალის მტკიცებულებებსაც უჩვენებს: დაფიქრდი, როგორ იხსენი, როგორ იხმე, როგორც სხვაგან ამბობს: „ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის“ ()1. ამრიგად, ცის შექმნაზე უფრო დიდი ძალა იყო ეს: ქვეყნიერების დარწმუნება.

მაშ, როგორ იქნა ხმობილი, ამბობს, „წმიდა ხმობით“? ესე იგი, წმინდანებად გვქმნა, თუმცა ცოდვილები და მტრები ვიყავით; და ესეც ჩვენგან კი არაა, ღვთის ნიჭია. თუ მაშასადამე იგი ხმობით ძლიერიც არის და კეთილიც, რადგან ეს მადლით ქმნა და არა ვალდებულებით, შიში აღარ გვმართებს. რადგან მან, ვინც მაშინ, როცა ცხონება გვჭირდებოდა და მტრებიც ვიყავით, მადლით გვიხსნა, როცა შრომაში მყოფთაც დაგვინახავს, განა მით უმეტეს არ შეგვეწევა? **„არა საქმეთა ჩუენთათჳს“*...

სრულად ნახვა