მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 3:1

1. For this cause I Paul, the prisoner of Jesus Christ for you Gentiles,2. If ye have heard of the dispensation of the grace of God which is given me to you-ward:
Ephesians თავი 3
1. For this cause I Paul, the prisoner of Jesus Christ for you Gentiles,
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მომართ (3,1-2).:

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველთა მეუფისაჲ წარმოთქუა, აწ თავისაცა თჳსისასა წარმოუთხრობს, ვითარმედ: "იგი ჯუარს-ეცუა თქუენთჳს, ხოლო მე, აჰა ესერა, შეკრულ ვარ მისთჳს და სიკუდიდ განმზადებულ", რამეთუ რაჟამს ებისტოლესა ამას წერდა, კრულებათა შინა იყო; რაჲსაღამცა სხჳსათჳს, თჳნიერ წარმართთა ქადაგებისათჳს, რომელი-ესე წინაჲსწარ ჰრქუა ღმერთმან ანანიას, ვითარმედ: "ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი ჩემდად, რაჲთა ეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე წარმართთა" (), რომლისათჳსცა ზეგარდამო წოდებითა და დაბრმობითა თუალთაჲთა ქმნილსა მოქცევასა თჳსსა უწოდს, არა მოღუაწებად მადლისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განგებულებად მადლისა; რამეთუ არა კაცთა მიერ განისწავლა, არამედ ქრისტეს მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: "შორიელთა მიმართ წარმართთა მიგავლინებ შენ" ().

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი:

...თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და იტყვის, რომ ეს ცოდვებისა და მთელი ძველი ადამიანის ბორკილებია, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (). ნახე, როგორ ზემოთაც, ქვემოთაც და ყველგან ამ სანაცვლოს სწირავს ღმერთს: ზემოთ ამბობს: „სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“ (); აქ კი: „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (), ესე იგი, მადლობას შევსწირავ, ვუგალობებ.

„და სახელსა უფლისასა ვხადო“ (). ხედავ, როგორ არის ეს ქების მსხვერპლი?...

სრულად ნახვა