მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 3:21

20. Now unto him that is able to do exceeding abundantly above all that we ask or think, according to the power that worketh in us,21. Unto him be glory in the church by Christ Jesus throughout all ages, world without end. Amen.
Ephesians თავი 3
21. Unto him be glory in the church by Christ Jesus throughout all ages, world without end. Amen.
თავი ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს, ძლიერებად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მისსა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ (3,21).:

თარგმანი: ყოველთა კეთილთა მიზეზისა დამბადებელისა ღმრთისა ეკლესიასა შინა გუამცნებს შეწირვად დიდებისმეტყუელებისა, რომელი-იგი ისწავა ეკლესიამან განჴორციელებითა ქრისტესითა, და ამას მოაწევს ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა მიუკუნისამდე; რამეთუ, რასა-ესე ჩუენ ვგალობთ ეკლესიასა შინა, იგივე მიიწევის ყოველთა ნათესავთა მიმართ; არა ხოლო აწინდელთა ამათ საუკუნეთა, არამედ მერმეთაცა და უკუნისამდე დაუსრულებელთა. ხოლო ესევე ლოცვაჲ კეთილ არს თხოვად ეკლესიისათჳსცა მორწმუნეთაჲსა, რაჲთა შეუცვალებელად იპყრას ქრისტეს მიერ სწავლული დიდებისმეტყუელებაჲ ღმრთისაჲ, და არაოდეს მისდრკეს მართლგამომეტყუელებისაგან მისისა უკუნისამდე ჟამთა.

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...ხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ“** (). და კვლავ: „ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ“ (), „მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა“ (). სწორედ ამიტომ ძველად წინასწარმეტყველებიც, როცა სიკეთის მინიჭებას ესწრაფოდნენ, ამგვარ კურთხევას ანიჭებდნენ. ელისე, მაგალითად, მასპინძელ ქალს შვილის მინიჭებით მიუზღავს. ახალ აღთქმაში კი ეს აღარ არის, არამედ ბევრად უფრო დიდი რამ. მეწამულით მოვაჭრე ქალი მოციქულებისგან ამას კი არ ითხოვდა, არამედ რას? „უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით“ (). ხედავ, რაოდენ დიდია შუალედი, და რას ითხოვდნენ ძველ აღთქმაში, ხოლო რას - ახალში? და კვლავ ქრისტე ამბობს: „გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“ (). და პავლე: **„ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავ...

სრულად ნახვა