მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 5:33

32. This is a great mystery: but I speak concerning Christ and the church.33. Nevertheless let every one of you in particular so love his wife even as himself; and the wife see that she reverence her husband.
Ephesians თავი 5
33. Nevertheless let every one of you in particular so love his wife even as himself; and the wife see that she reverence her husband.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან ცოლი თჳსი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი, ხოლო ცოლსა მას, რაჲთა ეშინოდის ქმრისა (5,33).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ საიდუმლოჲ ესე დიდი, ქრისტესთჳს და ეკლესიისა თქუმული, მაღალ და დიდ არს, არამედ არავე დამაყენებელ არს მცირესაცა ამას ზედა საქმესა სახედ ჴუმევაჲ მისი, რაჲთა კაცად-კაცადსა ესრეთ გიყუარდეს ცოლი თჳსი, ვითარცა თავი თჳსი. ხოლო შენ იხილე, ვითარ სიყუარულისათჳს მრავლად ისიბრძნისმეტყუელა, და შიშისათჳს ერთსა ოდენ სიტყუასა იტყჳს, ვითარმედ: "ცოლსა მას ეშინოდენ ქმრისა". ესე ამისთჳს, რამეთუ სიყუარულითა ჯერ-არს შიში იგი, და არა სიძულილით და მძლავრებით, არამედ რაჲთა შჯულისათჳს არა მჴევლებრ, არამედ ასოებრ ჰმონებდეს თავსა, ვინაჲთგან უწყის, ვითარმედ უთავოებაჲ მიზეზი არს შფოთებისაჲ, და კუალად, მრავალთავობაჲ დამჴსნელი არს სახლისაჲ. ამისთჳს ერთ თავ სახლსა შინა, ვითარცა ერთ ღმერთ ყოველთა ზედა. ესრეთ უკუე ცხად იქმნა, ვითარმედ სიყუარულითი შიში უმტკიცეს არს უფროჲს სიძულილითსა და მძლავრებითსა, ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა არა შიშისათჳს ტანჯვისა, არამედ სიყუარულისათჳს დამბადებელობისა უმტკიცეს ვყოთ შიში ღმრთისაჲ ჩუენ შორის.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის