მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 5:6

5. For this ye know, that no whoremonger, nor unclean person, nor covetous man, who is an idolater, hath any inheritance in the kingdom of Christ and of God.6. Let no man deceive you with vain words: for because of these things cometh the wrath of God upon the children of disobedience.7. Be not ye therefore partakers with them.
Ephesians თავი 5
6. Let no man deceive you with vain words: for because of these things cometh the wrath of God upon the children of disobedience.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთმსახური, არა აქუს მკჳდრობაჲ სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა (5,5-6).:

თარგმანი: ნუუკუე და იყვნეს ვინმე ეფესელთა შორის მეტყუელნი ესრეთ, ვითარმედ: ენება ღმერთსა, რაჲთა მცირეთაგან კრძალებითა დიდთაგან განგუაყენნეს, თუ არა, ვითარმცა თანამდებ გეჰენიისა გუყვნა სიტყუამან ამან, ვითარმედ: "ცოფ"? ანუ ვითარმცა კერპთმსახურება იყო ანგაჰრებაჲ? — ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სასოებითა, რამეთუ არა არს ტყუვილ სიტყუათა შინა ქრისტესთა; ამისთჳს ყოველი, რომელი მას უთქუამს სასუფეველისაგან განმთხეველად და გეჰენიად მიმყვანებელად, უკუეთუ არა სწორებით განეყენნეთ ყოველსა, დიდსა და მცირესა, საქმით სცნათ აღსრულებაჲ სიტყუათა მისთაჲ, მაშინ ოდეს არღარას გერგებოდის მიყვანებულთა გეჰენიად, და განვრდომილთა მკჳდრობისაგან სასუფეველისა, რომელი-იგი ქრისტესი არს, ამისთჳს, რამეთუ განჴორციელებითა მისითა გუეხარა სასუფეველი ცათაჲ, ხოლო ღმრთისაჲ — ამისთჳს, რამეთუ ზოგადი არს ყოველივე სრულებაჲ და უნაკლულოებაჲ კეთილთაჲ — მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, სამგუამოვნისა ერთღმრთეებისაჲ.

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. წარსულის ხსოვნა ჭირში ნუგეშად:

...“** (). „რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს“ (). და კვლავ: „რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა“ (). მაგრამ ეს სიტყვები მაშინ არის, როცა გონს მოყვანა სჭირდება; ხოლო როცა ნუგეშისცემა სჭირდება, წარსულითაც და მომავლითაც ანუგეშებს: წარსულიდან, როცა ასე ამბობს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), რომელიც „ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა“ (), „რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ“ (); მომავლით კი ამბობს: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ ().

ამიტომ ფსალმუნის მთქმელიც ა...

სრულად ნახვა