თარგმანი: იხილე, თუ ვითარ მოკლითა ამით სიტყჳთა მრავალსახესა ძალსა სიტყჳსასა წინა-დამიდებს ჩუენ, ვითარმედ: ესე არს მადლი, რომელი მიეცემის მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა — უხრწნელებაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ; და ვითარმედ: სიყუარული ქრისტესი არა მსგავს არს სოფლიოთა ამათ განხრწნადთა სიყუარულთა, არამედ განუხრწნელად ჰგიეს და მარადღე მიანიჭებს ყოველთა უხრწნელებასა. და კუალად ესრეთცა, ვითარმედ: სიყუარული ქრისტესი უხრწნელებით იქმნების, რაჲთა კაცი არარათ განხრწნადთა ნივთთა ცოდვისათა დაემონებოდის, არცა რათ წარმავალთა საქმეთა მოქმედებასა შინა წარაგებდეს დღეთა თჳსთა, არამედ მარადის მას იქმოდის, რომელი უხრწნელად და წარუვალად დაშთომად არს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ და სიბოროტე ხრწნილება არს სულისა, და ყოველი სათნოებაჲ და სიმართლე —უხრწნელება მისსა, ვინაჲცა თჳთ თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე დასდებს სასწაულად სიყუარულისა თჳსისა, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ხოლო მცნებანი მისნი ყოვლითურთ აღმომფხურელ არიან ცოდვათა და გზა ყოველთა სათნოებათა. ხოლო...
Ephesians 6:24
23. Peace be to the brethren, and love with faith, from God the Father and the Lord Jesus Christ.24. Grace be with all them that love our Lord Jesus Christ in sincerity. Amen. (To the Ephesians written from Rome, by Tychicus.)
Ephesians თავი 6