მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 6:5

4. And, ye fathers, provoke not your children to wrath: but bring them up in the nurture and admonition of the Lord.5. Servants, be obedient to them that are your masters according to the flesh, with fear and trembling, in singleness of your heart, as unto Christ;6. Not with eyeservice, as menpleasers; but as the servants of Christ, doing the will of God from the heart;
Ephesians თავი 6
5. Servants, be obedient to them that are your masters according to the flesh, with fear and trembling, in singleness of your heart, as unto Christ;
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა (6,5).:

თარგმანი: ვითარცა უკუანაჲსკნელნი პატივითა, უუკუანაჲსკნელეს დააწესნა მონანი, და მორჩილებად უბრძანებს ჴორციელთა უფალთა მათთა, რამეთუ ჴორციელობითა ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ მონებაჲ იგი მათი წუთჟამისაჲ და ჴორცთაჲ ხოლო არს, და არა სულისაჲცა. ხოლო არღარა ჩჩჳლებრ ეტყჳს ამათ, ვითარცა ყრმათა, არამედ სრულსა სწავლასა წინა-უყოფს, რამეთუ უკუეთუ თავისუფალთა ურთიერთას მორჩილებაჲ თანა-აც სიყუარულისათჳს ქრისტესისა, რაოდენ უფროჲს — ამათ, რომელნი შჯულსა ქუეშე არიან მონებისასა. და კუალად, ამათი შიში განყოფილ არს სიყუარულით ქონებულისა მისგან შიშისა ცოლთაჲსა, რომელი აქუს ქმართა მიმართ; ამისთჳს მონებრივისა შიშისა განმყოფელად ზედა-დაჰრთო: "შიშით და ძრწოლით". ხოლო ვინაჲთგან იქმნების შიში და ძრწოლაჲ მზაკუვარებითაცა გულისაჲთა, ამისთჳს - "ერთგულებით და სიწრფოებითა გულისაჲთა"; არა სხუებრ, არამედ ვითარცა ქრისტეს მიმართ ამცნებს ქონებად ყოვლისა კრძალულებისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის