...ს შორის, დიდი ძალით უღმრთოებისკენ მიმავალთა შორის, მარტო ის მიდიოდა საპირისპირო გზით, სათნოებას ამჯობინებდა უღმრთოებას; და არც ერთსულოვნებამ, არც ბოროტთა ასეთმა დიდმა სიმრავლემ ვერ შეაჩერა სიკეთის გზაზე, არამედ წინასწარ აღასრულა ის, რაც შემდგომში ნეტარ მოსეს უნდა ეთქვა: „არა იყო მრავალთა თანა სიბოროტესა ზედა" (). და რაც განსაკუთრებით საკვირველი და საოცარია: მაშინ, როცა მრავალნი, უკეთესად რომ ვთქვათ — ყველანი უღმრთოებისა და ბოროტი საქმეებისკენ იხრებოდნენ და არავინ უბიძგებდა სათნოებისკენ, ის თავად მიეშურა მას ისეთი ძალით, რომ ასეთ სიმრავლეს წინ აღუდგა; არ შეშინდა და არ შეუშინდა ბოროტთა ერთსულოვნებას; არ მოიქცა ისე, როგორც ჩვეულებრივ დაუდევარნი იქცევიან — როცა დაინახავენ, რომ ბევრი რამეში ერთსულოვნებას იჩენს, ამით თავიანთ დაუდევრობას იფარავენ და ამბობენ: რისთვის მე, ამდენი ადამიანის საწინააღმდეგოდ, რაიმე ახალი და განსაკუთრებული ვაკეთო, ასეთ სიმრავლეს ვეწინააღმდეგო და ასეთ მრავალრიცხოვნებასთან ბრძოლაში ჩავებაო? ნუთუ ყველა მათზე უფრო მართალი ვარ? რა სარგებელს მომიტანს ასეთი მტრობა? რა სარგებელი მოვა ასეთი სიძულვილისგან? მაგრამ (მართალი) ასეთ უნაყოფო მოსაზრებებს არ აკეთებდა და აზრადაც არ მოსვლია ეკეთებინა; ის კვლავ წინასწარ აღასრულებდა წინა...
Exodus 23:2
1. Thou shalt not raise a false report: put not thine hand with the wicked to be an unrighteous witness.2. Thou shalt not follow a multitude to do evil; neither shalt thou speak in a cause to decline after many to wrest judgment:3. Neither shalt thou countenance a poor man in his cause.
Exodus თავი 23